შეიძლება თუ არა სოდიანი წყლის გამოვლება, კბილის ამოღების ან შესივების შემდეგ!
რამდენჯერ მომხდარა - მტკივანი, გასივებული კბილის მოსარჩენად პირში სოდიანი ხსნარი გამოგივლიათ, მაგრამ მეორე დღეს ისევ სტომატოლოგთან გაქცეულხართ. საქმე ის არის, რომ სოდიანი წყალი არათუ არ ხსნის ანთებას, არ შველის შეშუპებას, პირიქით, აფაშრებს კიდეც ღრძილის ქსოვილს. არასწორი გამოვლება განსაკუთრებით მაშინ არის საშიში, თუ კბილი ამოიღეთ. კბილის ამოღების შემდეგ მალევე წარმოიქმნება სისხლის კოლტი, მაგრამ ინტენსიური გამოვლებისას ის ძვრება და სისხლდენა ძლიერდება.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას როგორ უნდა გამოივლოთ სწორად, პირის ღრუს სავლები.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას როგორ უნდა გამოივლოთ სწორად, პირის ღრუს სავლები.
- ანთების დროს თბილი წყლის გამოვლება ვერ გიშველით. აქ ცხელი წყალია საჭირო, ოღონდ არა იმდენად ცხელი, რომ დაგწვათ ( 1 ჭიქა ცხელ წყალში გახსენით 1 ჩ/კ მარილი ან 1 ჩ/კ სოდა და 5 წვეთი იოდი ).
კბილის ამოღების შემდეგ კი თბილი - სხეულის ტემპერატურისა. ასევე, არ შეიძლება მისი ბუყბუყი და მთელი პირის ღრუში გადაადგილება. გამოსავლები ნაყენი უნდა ჩაიგუბოთ პირში მტკივანი კბილის მხარეს, გააჩეროთ 30 - 40 წამი, შემდეგ გადმოაფურთხოთ და ეს ყველაფერი გაიმეოროთ. პროცედურა უნდა გაიმეოროთ 10 - 15 - ჯერ მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება შედეგი გამოვლებას. - გამოვლება სასურველია ყოველ 2 საათში ერთხელ. კარგია აგრეთვე კრაზანის, მუხის ქერქის, არყის ფოთლების ნაყენი, მწვანე ჩაი. აიღეთ 1 სუფრის კოვზი ნედლეული, დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ 30 წუთით, გაწურეთ და გამოივლეთ ცხელ - ცხელი.
- კბილის ამოღების შემდეგ გირჩევთ კრაზანას, გვირილის, ვარდის ფურცლების, მწვანე ჩაის ნაყენს. ივლეთ 2 - 3 დღე.