თეთრი ტანსაცმლიდან ლაქების ამოყვანის ყველაზე ეფექტური მეთოდები. ეს ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს!
თეთრი ფერი სიმბოლიზირებს სიკეთეს, სიწმინდესა და სრულყოფილებას. თეთრ ტანისამოსში გამოწყობა ასოცირდება მაღალ სოციალურ სტატუსთან, ადამიანებთან, რომლებიც იმსახურებენ პატივისცემასა და ნდობას, თუმცა სამწუხაროდ მათ განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება.
სწორედ ამიტომ, ''Fpaparazzi''_ის რედაქციამ გადაწყვიტა შეეგროვებინა თქვენთვის საუკეთესო რჩევები თეთრი ტანსაცმლის მოსავლელად.
1. ასპირინი
თავის ტკივილის წამალი შესანიშნავია ყვითელი ლაქების წინააღმდეგ საბრძოლველად. ასპირინის 5 აბი გახსენით წყალში, მოათავსეთ მასში თეთრი დალაქავებული ტანსაცმელი, დააყოვნეთ გარკვეული დროით და შემდეგ ჩვეულებრივად გარეცხეთ იგი.
2. სოდა
აიღეთ 4 ლიტრი წყალი და გახსენით მასში ერთი ჭიქა საკვები სოდა. ამ ნარევში მოათავსეთ თეთრი ტანისამოსი და დააყოვნეთ გარკვეული დროით.
3. ლიმონის წვენი
დაამატეთ ლიმონის ერთი ჭიქა წვენი წყალში, ამოავლეთ მასში ტანსაცმელი და გააშრეთ მზეზე.
კიდევ ერთი უტყუარი მეთოდი ტანსაცმლის გასათეთრებლად: თეთრი ტანსაცმელი მოათავსეთ ცხელ წყალში, დაასხით მას ზემოდან ლიმონის ერთი ჭიქა წვენი და დატოვეთ ერთი ღამით. დილით გარეცხეთ ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში და შედეგით გაოცდებით!
4. თეთრი გამოხდილი ძმარი
დაამატეთ ერთი ჭიქა თეთრი გამოხდილი ძმარი სარეცხ საშუალებაში. ასევე შეგიძლიათ ძმარი დაასხათ მხოლოდ დალაქავებულ ადგილებს, გააჩეროთ რამდენიმე წუთით და შემდეგ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში.
5. ჭურჭლის სარეცხი საშუალება
აიღეთ ისეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება, რომელშიც ქიმიური დანამატების რაოდენობა მინიმალურია. ის ნებისმიერ სარეცხ ფხვნილზე ეფექტურია ქსოვილის გასათეთრებლად.
6. წყალბადის ზეჟანგი (3%)
ეს უნივერსალური საშუალება შეგიძლიათ უამრავი დანიშნულებით გამოიყენოთ სახლის დალაგების დროს. წყალბადის ზეჟანგი ასევე არაჩვეულებრივი საშუალებაა, ქლორის გამოყენების გარეშე, ტანსაცმლის გასათეთრებლად.
სინთეტიკური საშუალებების გამოყენება, ტანსაცმლის გათეთრების მიზნით, ხშირად ალერგიის გამომწვევი მიზეზი ხდება. მიმართეთ ჩვენ მიერ მოცემულ რჩევებს, მათი ეფექტურობა სხვადასხვა სპეციალურ საშუალებებს არაფრით ჩამოუვარდება, თანაც აბსოლიტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.
იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რჩევები თქვენთვის გამოსადეგარი იქნება. გაუზიარეთ ეს სტატია მეგობრებს!