გამოცდილმა დიასახლისმა წყლით სავსე ტაშტში ყავა გახსნა. გენიალური ხრიკი ქალბატონებისთვის!

გამოცდილმა დიასახლისმა წყლით სავსე ტაშტში ყავა გახსნა. გენიალური ხრიკი ქალბატონებისთვის!
მართალია, შავი ნივთები ძალზედ პრაქტიკულია, თუმცა ისინი ხშირი რეცხვის შედეგად მალე კარგავს გაჯერებულ ფერს. იმისათვის, რომ ჩვენმა საყვარელმა ნივთმა არ დაკარგოს ფერი და დავიცვათ ის გადახუნებისგან, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე მარტივი წესი და ინსტრუქცია რეცხვის დროს.



სარეცხის რეცხვა და ტანსაცმლის მოვლა თანამედროვე სარეცხი მანქანებისა და ძლიერი სარეცხი საშუალებების გამოყენებით სირთულეს ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს. მიუხედავად ამისა, თითოეულმა დიასახლისმა იცის, თუ რამდენად ზიანდება ჩვენი საყვარელი ნივთები რეცხვისას, როდესაც გარკვეულ წესებს არ ვიცავთ. ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ 7 საიდუმლოს, რომლის დახმარებითაც თქვენი შავი ტანსაცმელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინარჩუნებს პირვანდელ ფერსა და მიმზიდველობას.

როგორ გავრეცხოთ ნივთები
  1. თუ გსურთ, შეუნარჩუნოთ შავ ტანსაცმელს გაჯერებეული ფერი სარეცხ მანქანაში რეცხვის დროს, ყოველთვის მიუთითეთ რეცხვის დელიკატური რეჟიმი. სარეცხ ფხვნილში აუცილებელია მცირეოდენი მარილის ჩამატება.



  2. თუ გსურთ აირიდოთ საყვარელი შავი ტანსაცმლის გადახუნება და დაუბრუნოთ მას პირვანდელი ფერი, ცივი წყლით სავსე ტაშტში ჩაამატეთ 2 სუფრის კოვზი ძმარი და მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ ტანსაცმელი 20 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ გაწურეთ ნივთი და დაუყონებლივ გარეცხეთ სარეცხ მანქანაში ჩვეულებისამებრ.



  3. ცხელი წყლით სავსე ტაშტში გახსენით საკმარისი რაოდენობით ყავა. მიღებულ არომატულ ხსნარში ჩაალბეთ შავი ტანსაცმელი 20 ან 30 წუთით. 30 წუთის შემდეგ გარეცხეთ ნივთები ხელით დელიკატური სარეცხი საშუალების გამოყენებით. დიახ, ეს მეთოდი ბიუჯეტური ნამდვილად არ არის, თუმცა მისი ეფექტურობა უეჭველად გაგაოცებთ.



  4. ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმლისთვის პირვანდელი ფერის დასაბრუნებლად, თქვენ დაგჭირდებათ თამბაქო. 1 ლიტრ მდუღარე წყალში ჩაამატეთ 15 გრამი თამბაქო. როდესაც ნარევი 40 გრადუსამდე გაგრილდება, გაფილტრეთ ის. მიღებული სითხისა და ჯაგრისის გამოყენებით კარგად დაამუშავეთ შავი ტანსაცმელი. პროცედურის შემდეგ გაავლეთ ნივთები ცივ წყალში.



  5. თბილი წყლით სავსე ტაშტში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი საკვები სოდა. გარეცხილი ტანსაცმელი ჩაალბეთ მიღებულ ხსნარში 10 ან 15 წუთით და შემდეგ გაავლეთ ცივ წყალში. ეს ხრიკი არაჩვეულებრივია არა მხოლოდ ტანსაცმლისთვის პირვანდელი ფერის დასაბრუნებლად, არამედ ოფლის უსიამოვნო სუნის მოსაშორებლადაც კი.


  6. თუ თქვენს საყვარელ შავ ტანსაცმელს პირვანდელ ფერამდე ძალაინ დიდი მანძილი აშორებს, თუმცა მისი გადაგდება გენანებათ, ერთადერთი გამოსავალი პროვლემის გადასაჭელად სპეციალური ქიმიური საშუალებების გამოყენებაა...


ამ მარტივი ხრიკების წყალობით თქვენ შეძლებთ საყვარელი ტანსაცმლისთვის სიცოცხლის გახანგრძლივებას. მე-20 გარეცხვის შემდეგაც კი შავი ტანსაცმელი საოცრად მიმზიდველი იქნება! არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის.