გვირილის ნაყენი, რომელიც არბილებს, აცოცხლებს და საოცარ ბზინვარებას მატებს თმას!

გვირილის  ნაყენი, რომელიც  არბილებს,  აცოცხლებს და საოცარ ბზინვარებას მატებს თმას!
გვირილისა და ქოქოსის რძის ეს კომბინაცია ამშვიდებს თმას. გვირილის ნაყენი მრავალი წელია ცნობილია სამკურნალო თვისებებით. ის გამოაცოცხლებს ღია ფერის თმას და აღიავებს უფრო მუქ ტონებს, ასევე კარგად ამშვიდებს გაღიზიანებულ თავის კანს. ქოქოსის რძე კვებას თმას და ნატურალური დამარბილებელია. გამოიყენება ყველა ტიპის თმისთვის.

200 მლ - ის დასამზადებლად საჭიროა
ინგრედიენტები:
  • 200 მლ მინერალური წყალი
  • 1 ს/კ გვირილის ყვავილები
  • 2 წვეთი ბერძნული გვირილის ეთერზეთი
  • 2 ს/კ ქოქოსის რძე

მომზადების წესი:
  1. გვირილის ყვავილის ნაყენი რომ დაამზადოთ, აადუღეთ მინერალური წყალი. ჩაყარეთ ყვავილები ჩაიდანში ან შუშის თასში და დაასხით მდუღარე წყალი. დატოვეთ 10 წუთით და შემდეგ გაწურეთ.
  2. ქოქოსის რძეს დაამატეთ ეთერზეთი და კარგად აურიეთ.
  3. გაგრილებულ ნაყენს დაასხით ქოქოსის ზეთის ნარევი და აურიეთ.
  4. გადაიტანეთ სტერილურ ბოთლში და გაუკეთეთ პულვერიზატორი. შეინახეთ გრილსა და მშრალ ადგილას. ინახება 6 კვირა.

გამოყენების წესი:
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. შეისხურეთ სუფთა სველ თმაზე და ჩამოივარცხნეთ. შემდეგ გადაივლეთ თბილი წყალი ან შეიტოვეთ თმაში.

რას აკეთებს თითოეული მათგანი:
გვირილა - ამშვიდებს და აცხრობს გაღიზიანებულ თავის კანს.
ქოქოსის რძე - ამ მკვებავ რძეს მაკონდიცირებელი თვისებები აქვს.
ბერძნული გვირილის ეთერზეთი - სურნელოვანი გვირილის ეთერზეთი ამშვიდებს თავის კანს.