ეს საშუალება აჯანსაღებს და კვებავს მშრალ თმას!
ბევრ ჩვენგანს ცხოვრების რომელიღაც მომენტში მაინც აქვს მშრალი, ქავილიანი თავის კანი. თმის ეს სავლები შეიცავს ბაღის მცენარეების ნარევს, რომლებიც სასარგებლოა თავის კანის სიჯანსაღისთვის. ჭინჭარი საოცარი გამწმენდია, ახდენს დეტოქსიკაციას და არის გამამაგრებელი ტონიკი მთელი ტანისთვის. ჭინჭრის და სალბის კომბინაცია ქმნის ძალიან სასარგებლო სავლებს მშრალი და აქერცლილი, ქავილიანი ან ალერგიული თავის კანისთვის.
დაგჭირდებათ:
მომზადების წესი:
ნაყენის დასამზადებლად აადუღეთ მინერალური წყალი. ჩაყარეთ გამხმარი მცენარეები ჩაიდანში ან შუშის თასში და დაასხით მდუღარე წყალი. დატოვეთ 10 წუთით, შემდეგ გადაწურეთ. გააგრილეთ, დაუმატეთ ეთერზეთი და კარგად აურიეთ. ჩაასხით სტერილურ ბოთლში და აცადეთ გაცივება. შემდეგ დაახურეთ თავზე და შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. შენახვის ვადა 6 კვირაა.
გამოყენების წესი:
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. სველ თავზე დაბანამდე გადაივლეთ ერთი ჭიქა, თითებით შეიზილეთ ან სავარცხლით გაინაწილეთ თმაში, შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნით.
დაგჭირდებათ:
- 200 მლ მინერალური წყალი
- 1 ს/კ გამხმარი ჭინჭარი
- 1 ს/კ სალბი
- 1 ს/კ გამხმარი როზმარინი
- 4 წვეთი ბაღის პიტნის ეთერზეთი