ეს ნაყენი გამოაცოცხლებს და დაამშვიდებს, კომპიუტერისგან და მუშაობისგან გადაღლილ თვალებს!

ეს ნაყენი გამოაცოცხლებს და დაამშვიდებს,   კომპიუტერისგან და მუშაობისგან გადაღლილ თვალებს!
ჩვენი თვალები მუდმივად დაძაბულია კომპიუტერისა და ტელევიზორის ეკრანების გადამეტებული ყურებისგან. გამოიცოცხლეთ დაღლილი თვალები საპონელას, თხილისა და გვირილის ამ არაჩვეულებირივი ნიღბით. საპონელა და თხილი შემკვრელია. ისინი ამშვიდებენ თვალებს დამღლელი დღის ბოლოს და ტონუსში მოჰყავთ თვალის ზონა. გვირილა ანთების საწინააღმდეგოა და აცოცხლებს ზედმეტი მუშაობისგან გადაღლილ თვალებს.

დაგჭირდებათ:
  • 100 მლ მინერალური წყალი
  • 1ს/კ გამხმარი საპონელა
  • 1ს/კ გამხმარი გვირილის ყვავილები
  • 1 ჩ/კ თხილის მცენარეული წყალი
  • 1 ჩ/კ გლიცერინი

მომზადების წესი:
ნაყენის მოსამზადებლად ქვაბში აადუღეთ წყალი. ჩაიდანში ჩაყარეთ გამხმარი საპონელა და გვირილის ყვავილები, დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ 10 წუთით და შემდეგ გადაწურეთ. ნაყენს დაუმატეთ თხილის მცენარეული წყალი და გლიცერინი. გააგრილეთ და ჩაასხით სტერილურ ბოთლში. დაახურეთ თავზე და შეინახეთ მაცივარში. შენახვის ვადა 1 კვირაა.

გამოყენების წესი:
თვალის ნიღაბი თვალის გარშემო ძვლოვან ზედაპირზე ( წარბისა და ღაწვის ძვლებზე ) უნდა წაისვათ. არასოდეს წაისვათ ქუთუთოებსა და თვალის უპეებზე, ვინაიდან კანი ამ ადგილებში ძალიან ნაზია. დაიტოვეთ კანზე 5 წუთით და შემდეგ ბამბით, სველი დოლბანდის ქსოვილით მოიშორეთ.