როგორ შევინახოთ პომიდორი ზამთრისთვის ახალივით. წარმოუდგენლად სასარგებლო ხრიკი!

ზაფხულის მიწურულს და შემოდგომაზე დიასახლისები ზამთრისთვის მზადებას იწყებენ: ხარშავენ მურაბებს, კომპოტებს, ხუფავენ ბოსტნეულს... მაგრამ არსებობს ერთი მეთოდი, რომელზეც დიდი ალბათობით არ გსმენიათ. თანაც, მოხუფვისთვის არ დაგჭირდებათ ტრადიციული კომპონენტები: წყალი, ძმარი, მარილი. არავითარი მარინადი და დამწნილება. შედეგად კი, ქილიდან თითქოსდა ახლახან დაკრეფილ პომიდორს ამოიღებთ.
როგორ შევინახოთ პომიდორი ახალივით
რატომ ინარჩუნებს ამ ხერხით მოხუფული ბოსტნეული სიქორფეს? ეთერზეთები, რომლებსაც მდოგვის ფხვნილი შეიცავს, ეწინააღმდეგება საპროგენური (დამპალი) ბაქტერიების გამრავლებას. ამ ფხვნილის ანტიბაქტერიალური თვისებები სხვა პროდუქტების ვარგისიანობის ვადის გაგრძელების საშუალებასაც იძლევა.
როგორ შევინახოთ პომიდორი ახალივით
- მოახდინეთ 3-ლიტრიანი ქილის სტერილიზაცია. შეარჩიეთ მაგარი კანის მქონე პომიდორი, კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ.
- ქილაში ჩაყარეთ 1,5 ს.კ. მდოგვის ფხვნილი. მოათავსეთ პომიდვრები ჭიპებით მაღლა. შეავსეთ ქილის ნახევარი. მოაყარეთ კიდევ 1,5 ს.კ. მდოგვის ფხვნილი.
- შეავსეთ ქილა პომიდვრებით და მოაყარე 2 ს.კ. მდოგვის ფხვნილი. მოხუფეთ სტერილიზებული მშრალი სახურავით.
- მდოგვი თანაბრად რომ განაწილდეს, ფრთხილად გადააბრუნეთ ქილა და მაგიდაზე დააგორეთ.
- შეინახეთ ქილა ბნელ და გრილ ადგილას.