9 გენიალური ხრიკი სახლის დასუფთავებისთვის. მათ გარეშე თავი ვერ წარმომიდგენია.

9 გენიალური ხრიკი სახლის დასუფთავებისთვის. მათ გარეშე თავი ვერ წარმომიდგენია.
თითოეული დიასახლისი ოცენბობს, რომ მისი სახლი სისუფთავისგან ბრწყინავდეს. სამწუხაროდ, ეს არც თუ ისე მარტივი დავალებაა, რომელიც დიდ შრომასა და გარჯას მოითხოვს.

სწორედ აქედან გამომდინარე, ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე გენიალურ ხრიკს, რომელიც ამ დავალებას შეგიმსუბუქებთ. ასე სახლის დალაგება-დასუფთავება გაცილებით მარტივი და სასიამოვნო პროცესია.

1. საშხაპის გაპრიალება
წაუსვით მცირეოდენი ვაშლის ძმარი საშხაპერს, შემოახვიეთ უბრალო პარკი და დატოვეთ მთელი ღამით. დილით თქვენი საშხაპე სისუფთავისგან იბრწყინებს.

9 გენიალური ხრიკი სახლის დასუფთავებისთვის. მათ გარეშე თავი ვერ წარმომიდგენია.

2. კედლების გასუფთავება
სახლის დალაგების დროს ჩვენ ხშირად ვივიწყებთ კედლებს. იმისათვის, რომ გაწმინდოთ კედლები დაგროვებული ჭუჭყისგან, მოამზადეთ ხსნარი თანაბარი რაოდენობით წყლისა და მარილისგან. მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ რბილი ქსოვილი და შეუდექით კედლების წმენდას.



3. ინსტრუმენტი სახლის დალაგებისთვის
თქვენს მტვერსასრუტს არ აქვს სპეციალური თავი ძნელად მიღწევადი ადგილებისთვის? ეს პრობლემას არ წარმოადგენს! მიმართეთ დახმარებისთვის მუყაოს ქაღალდს.



4. იატაკის საწმენდი
ხალიჩის გასუფთავება მარტივადაა შესაძლებელი უბრალო წინდის დახმარებით.



5. ფეხსაცმლის მოსავლელი საშუალება
ნაკაწრების მოშორება ფეხსაცმლიდან ძალზედ მარტვია უბრალო ყურის ჩხრისა და აცეტონის დახმარებით.



6. აბაზანის გაწმენდა
სინთეტიკურმა საშუალებებმა შეიძლება აბაზანის მინანქარი დააზიანოს. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ ეს მოვლენა, მოამზადეთ შემდეგი ნარევი: 1/2 ჭიქა საკვებ სოდაში ჩაამატეთ 1/4 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი და 1 ჩაის კოვზი თხევადი საპონი.



7. ხალიჩის წმენდა
ხალიჩის გაწმენდა მარტივადაა შესაძლებელი საკვები სოდის დახმარებით. უბრალოდ მოაბნიეთ მცირეოდენი სოდა ხალიჩაზე და შემდეგ გაასუფთავეთ ის მტვერსასრუტის დახმარებით. თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ უსიამოვნო სუნის შესახებ.



8. სავარძლის გასუფთავება
შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით სოდა და სპირტი. მიღებული საშუალება ნებისმიერ ქიმიურ საშუალებაზე ეფექტურია, როდესაც საუბარი სავარძლების გაწმენდაზე მიდის.



9. ჭურჭლის გარეცხვა
გამოიყენეთ მცირეოდენი ვაშლის ძმარი ჭურჭლის რეცხვის დროს და ცხიმის ლაქები თვალის დახამხამებაში გაქრება.



ამ ხრიკების ცოდნის შემთხვევაში სახლის დალაგება გაცილებით მარტივია. არ დაგავიწყდეთ სტატიის დაქალებისთვის გაზიარება, ისინი მადლიერები დარჩებიან!