ჩართეთ ეს 6 ჯადოსნური ინგრედიენტი თქვენს რაციონში და დაივიწყეთ დიეტა!

ჩართეთ ეს 6 ჯადოსნური ინგრედიენტი თქვენს რაციონში და დაივიწყეთ დიეტა!
საკვების მინიმუმის მიღებამ ხანდახან შესაძლოა უარყოფითი შედეგი გამოიღოს. ორგანიზმმა უნდა მიიღოს სასარგებლო ნივთიერებების საკმარისი რაოდენობა, ამიტომაც საჭიროა დაბალანსებული კვება. გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც დაგეხმარებათ მეტაბოლური პროცესების დაჩქარებაში, მაქსიმალურად დაგანაყრებთ და არ დააზიანებს სხეულს.

მეტაბოლიზმის დამაჩქარებელი 6 პროდუქტი

ინდაურის ან ქათმის ხორცი



დიეტური ხორცი, რომელიც შეიცავს დიდი ოდენობით ცილებს, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას. თანაც ასეთი ხორცი ადვილად განაყრებთ და ენერგიით აღგავსებთ, სხეულის ფორმებსაც საფრთხე არ ემუქრება.

რძის პროდუქტები



ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად უნდა იზრუნოთ კუნთების მასაზეც. დაამატეთ რაციონში უცხიმო რძის პროდუქტები - კალციუმისა და D ვიტამინის წყარო, რომლებიც აუცილებელია ძვლებისა და კუნთებისთვის.

მარცვლეული



მარცვლეულის გადამუშავება - შრომატევადი პროცესია. ორგანიზმი 2-ჯერ მეტ კალორიას წვავს უჯრედისით მდიდარი პროდუქტების მოხმარებისას.

მწარე წიწაკა



კაპსაიცინი - აქტიური კომპონენტი, რომელსაც მწარე წიწაკა შეიცავს, ებრძვის ზედმეტ წონას, არეგულირებს შიმშილის გრძნობას.

ჩაი



ცივი ან ცხელი მწვანე ჩაი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას მომენტალურად. ყველაფერი კი ანტიოქსიდანტის - გალატის წყალობით.

წიწიბურის ფაფა



ორგანიზმში რკინის დეფიციტი ანელებს მეტაბოლურ პროცესებს და ხელს უწყობს ანემიის წარმოშობას. ჩართეთ რაციონში სასარგებლო მინერალური ნივთიერებებით მდიდარი წიწიბურა, რათა თავი აარიდოთ ამ პრობლემებს.