რინიტების სამკურნალო შესანიშნავი ხალხური საშუალებები! სცადეთ კმაყოფილი დარჩებით!
რინიტების სამკურნალო მრავალი ხალხური საშუალება არსებობს, თუმცა ისინი შედარებით ეფექტურია კატარული, ჰიპერტროფიული და ატროფიული რინიტების დროს. რაც შეეხება ვაზომოტორულ რინიტს, ამ დროს ხალხურ მედიცინას მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს.
- ღამით ცხვირში ჩაიყარეთ მდოგვის ფხვნილი ან ყოველ საღამოს გაიკეთეთ ფეხების ცხელი მდოგვიანი აბაზანა. წყალი უნდა იყოს იმდენად ცხელი, რამდენსაც გაუძლებთ. პროცედურის ხანგრძლივობაა 15 - 20 წთ.
ყურადღებით! თუ გაქვთ პრობლემები გულის ან თირკმელების მხრივ, ფეხების ცხელი წყლის აბაზანა თქვენთვის არ შეიძლება. ასევე არ შეიძლება ამ პროცედურის ჩატარება ორსულობისა და მენსტრუაციის დროს! - ვაზომოტორული რინიტის შესამსუბუქებლად კარგი იქნება, თუ ორივე ხელს ჩავყოფთ 37 - გრადუსიან წყალში ისე, რომ წყალი ოდნავ ასცდეს იდაყვებს და თანდათანობით, ყოველ ორ წუთში თითო გრადუსით, გავზრდით წყლის ტემპერატურას ( 10 წუთის განმავლობაში ტემპერატურა 43 გრადუსამდე უნდა ავიყვანოთ). პროცედურის ხანგრძლივობა 10 წუთია.
- სურდოს უხდება ნივრისა და ნატურალური თაფლის 1:1 ნარევი, ამ თვითნაკეთი ელექსირის მიღება ღამით არის რეკომენდებული - გადაყლაპეთ 1 ს/კ ნარევი და მიაყოლეთ გადადუღებული წყალი.
- არანაკლებ ეფექტურია თაფლისა და კენკრის ნაყენი:
თითო - თითო სუფრის კოვზ თაფლს, ასკილს, მოცხარს და მოცვს დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი და თბილ, ბნელ ადგილას გააჩერეთ თავდახურული ჭურჭლით 15 წუთის განმავლობაში. მიიღეთ ეს ნაყენი ჭამამდე, 1/2 - 1/2 ჭიქა, დღეში 2 - 3 - ჯერ. გაითვალისწინეთ, ეს საშუალება უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც ფუტკრის პროდუქტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვს. - თუ ცხვირით სინთქვის პრობლემების, მათ შორის რინიტის გამო ოპერაცია დაგჭირდათ, ქირურგიული ჩარევის შემდეგ ცხვირის ტრამვირებული უბნების უკეთ შეხორცების მიზნით ხშირ - ხშირად ყნოსეთ ნიორი და პირშუშხა.