არაჩვეულებრივი და ძალიან ეფექტური აბაზანები დიათეზიანი ბავშვებისათვის!
აბაზანები სწორად შერჩეული ბალახების ნაყენით სპობს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და სასიკეთოდ მოქმედებს ბავშვის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
უნდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ ბალახების ნაყენის გამოსაყენებლად ვარგისია მხოლოდ მომინანქრებული და არა პლასტმასის ან მოთუთიებული აბაზანა წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 36 - 38 o C; პროცედურის ხანგრძლივობა 10 - 20 წთ. აბაზანის შემდეგ წყალი არ გადაავლოთ და საპონი არ იხმაროთ. სამკურნალო აბაზანების მიღება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს ტემპერატურას, პროცედურის პერიოდულობას და ხანგრძლივობას.
ნაყენის მოსამზადებლად 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საჭიროა 150 - 200 გრ ნედლეული ( ნედლეულის რაოდენობა ყველა აბაზანის, განსაკუთრებით სამკურნალოსი, შესაძლებელია გაიზარდოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ).
ღვია ჩვეულებრივი. დანაწევრებულ რტოებს დაასხით ცივი წყალი, გააჩერეთ 2 სთ, ადუღეთ 15 წთ, გაწურეთ. აბაზანის ( 36 - 37 o C ) მიღება სასურველია ღამით. მისი გამოყენება ხდება ალერგიის, დიათეზის, მუნის ( ქეცი ) დროს. მკურნალობის კურსია 12 - 14 პროცედურა.
ვარდკაჭაჭა. ავიღოთ 50 გრ დაქუცმაცებული ფესვი 1 ლ წყალზე. დავაყენოთ 2 სთ, ვადუღოთ 20 წთ. გავწუროთ. აბაზანა ( 36 - 37 o C ) მისაღებია დღის ნებისმიერ დროს. გამოიყენება დიათეზისა და ალერგიის დროს.
ორკბილა სამგანყოფილებიანი. 4 ს/კ წვრილად გახეხილ სამკურნალო ნედლეულს ამატებენ 1 ლ ადუღებულ წყალს, აყენებენ 12 სთ. ამატებენ წყალში აბაზანისათვის ექსუდაციური დიათეზის დროს.
რჩევა:
დიათეზისაგან განსაკურნავად ბავშვს ყოველდღე უნდა ასვათ შავი ბოლოკის წვენი, დაწყებული ერთი წვეთიდან დამთავრებული 1 ჩ/კ - მდე, ყოველდღიურად ორ - ორი წვეთის გაზრდით. წვენი მიეცით დღეში 3 - ჯერ 20 წთ - ით ადრე ჭამამდე.