არასდროს მოიქცეთ აბაზანაში ასე. 9 ყველაზე გავრცელებული დამღუპველი ჩვევა.
ერთი შეხედვით უბრალო, არაფრით განსაკუთრებული ჩვევა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. როგორც წესი, ადამიანების უმრავლესობა გაუთვითცნობიერებლად აყენებს ზიანს საკუთარ ორგანიზმს, რაც ძალზედ სამწუხაროა. არასდროს დაუშვათ ეს 9 საკმაოდ გავრცელებული შეცდომა და ყოველთვის დაუთმეთ განსაკუთრებული ყურადღება თქვენს ვანა-ტუალეტს, რადგან ეს სახლის სწორედ ის ნაწილია, სადაც წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით მავნე ბაქტერიები ბინადრობენ.
ვიმედოვნებთ, რომ ეს რჩევები თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი სტატია.
- იგივე კბილის ჯაგრისის გამოყენება ავადმყოფობის გადატანის შემდეგ.
არასდროს მოიქცეთ ასე, რადგან კბილის ჯაგრისი სწორედ ერთ-ერთი იმ ნივთთაგანია, რომელზეც დიდი რაოდენობით ბაქტერიები და ვირუსები ბინადრობენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ვირუსებსა და ინფექციებს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ შეუწუხებიხართ, აუცილებელია კბილის ჯაგრისის გამოცვლა რეგულარულად.
- საპარსის დატოვება აბაზანაში.
ტენიან გარემოში ჩვენი საპარსის პირზე დიდი რაოდენობით ბაქტერიები გროვდებიან. გამოყენებამდე ყოველთვის დაამუშავეთ საპარსი ალკოჰოლით, რათა გაანადგუროთ მასზე ბინადარი მავნე მიკროორგანიზმები. - ბინძური უნიტაზი.
არავისთვის წარმოადგენს სიახლეს ის ფაქტი, რომ უნიტაზი მავნე მიკროორგანიზმების უდიდესი ბუდეა ჩვენს სახლში. მიმართეთ დახმარებისთვის სპეციალურ საშუალებებს უნიტაზის გასაპრიალებლად. მავნე ქიმიური საშუალებების გამოყენების ნაცვლად, მიმართეთ დახმარებისთვის ალტერნატიულ მეთოდებს. თქვენ შეძლებთ შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას ჩვენს საიტზე. - ერთი პირსახოცი ოჯახის თითოეული წევრისთვის.
თუ გსურთ თავიდან აირიდოთ კანზე მავნე მიკროორგანიზმების გავრცელება, აუცილებელია გქონდეთ პირადი მოხმარების პირსახოცი, რომელითაც ოჯახის სხვა წევრები არ ისარეგბლებენ. - შხაპის მიღება აბაზანაში შესაბამისი სავენტილაციო სისტემის გარეშე.
- საპნის შენახვა დაზიანებულ ჭურჭელში.
დიახ, ცოტათი უცნაურად ჟღერს, თუმცა შესაბამისი წესების არ დაცვის შემთხვევაში შესაძლებელია ბაქტერიები ანტიბაქტერიულ საშუალებაზეც კი გავრცელდეს. - ობი აბაზანის ხალიჩაზე.
აუცილებელია რეგულარულად აბაზანი ხალიჩის კარგად გარეცხვა და გამზეურება, რათა მას ობი არ მოედოს. ყველამ კარგად ვიცით, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ობი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. - ტანის გასამშრალებელი პირსახოცი.
არასდროს დატოვოთ ეს ნივთი აბაზანაში. ტენიან გარემოში ის წარმოადგენს არაჩვეულებრივ ზედაპირს ბაქტერიებისა და მიკრობების ზრდა-გამრავლებისთვის. - ხანგრძლივი დროით ტანის სახეხის გამოყენება.
ეს საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა. 3 თვეზე დიდი დროით ტანის სახეხის გამოყენების შედეგად ის იქცევა ბაქტერიების, მიკრობების, სოკოებისა და სხვა მიკროორგანიზმების ბუდედ. გარდა ამისა, არასდროს გაუზიაროთ ეს ნივთი სხვა ადამიანს.
ვიმედოვნებთ, რომ ეს რჩევები თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი სტატია.