შეაჩერეთ თმის ცვენა და გახადეთ თმა ძლიერი და სქელი ამ 4 შინაური რეცეპტის დახმარებით!

შეაჩერეთ თმის ცვენა და გახადეთ თმა ძლიერი და სქელი ამ 4 შინაური რეცეპტის დახმარებით!
თმის ცვენის პრობლემა უამრავ ადამიანს აწუხებს. ფიზიკური თუ ემოციური სტრესი, ჰორმონალური დისბალანსი, საკვები ნივთიერებების დეფიციტი, დაბინძურებული გარემო, ალერგია, უხარისხო პროდუქტების გამოყენება, არასწორი ჰიგიენა და მემკვიდრეობა - აი ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს თმის სისქეზე.

არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაწყვეტაში.

კვერცხი

ათქვიფეთ 1 ან 2 კვერცხი და წაისვით სველ თმაზე. გაიჩერეთ 30 წუთით, შემდეგ დაიბანეთ შამპუნით. ჩაატარეთ ეს პროცედურა კვირაში 1-2-ჯერ.

მეორე ვარიანტი: შეურიეთ კვერცხის გული , 1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი და 2 ს.კ. წყალი. გამოიუყენეთ ეს ნარევი თავის კანის მასაჟისთვის კვირაში 1-ხელ.

ზეითუნის ზეთი

თავის დაბანამდე, შეიზილეთ თავის კანში თბილი ზეითუნის ზეთი. შეგიძლიათ გაიჩეროთ მთელი ღამით, დილით კი დაიბანოთ.

მეორე ვარიანტი: შეურიეთ ზეითუნის ზეთი და ცოტაოდენი თაფლი. წაისვით თმაზე 30 წუთით, შემდეგ დაიბანეთ. გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ.

ავოკადო

შეურიეთ ავოკადოს რბილობი ბანანთან და 1 ს.კ. ზეითუნის ზეთთან. შეიზილეთ თავის კანზე და გაიჩერეთ 30 წუთით. შემდეგ დაიბანეთ შამპუნით.

მეორე ვარიანტი: შეურიეთ 2 ს.კ. ხორბლის მარცვლის ზეთი და ნახევარი ავოკადო, წაისვით თავზე და გაიჩერეთ 20 წუთით, შემდეგ დაიბანეთ.
ჩაატარეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ.

აბუსალათინის ზეთი

თავის კანის მასაჟი აბუსალათინის ზეთის გამოყენებით: შეურიეთ აბუსალათინის ზეთი და ქოქოსის ზეთი, ოდნავ გაათბეთ და შეიზილეთ მასაჟის მოძრაობებით. შეიხვიეთ პოლიეთილენითა და პირსახოცით, გაიჩერეთ 1 საათით და შემდეგ დაიბანეთ ჩვეულებისამებრ.

იხილეთ ვიდეო: