დაიღალეთ ჭარბოფლიანობისგან და შეგაწუხათ უსიამოვნო სუნმა? გადაჭერით პრობლემა მარტივად!

დაიღალეთ ჭარბოფლიანობისგან და შეგაწუხათ უსიამოვნო სუნმა? გადაჭერით პრობლემა მარტივად!
თუ თქვენ ჭარბოფლიანო გაწუხებთ, ეს ინფორმაცია სწორედ თქვენთვისაა. დღევანდელ სტატიაში ჩვენ გასწავლით, თუ როგორ გადაჭრათ ეს უსაიმოვნო პრობლემა მხოლოდ ნატურალური პროდუქტების დახმარებით. დიახ, ეს 4 ინგრედიენტი, რომლის შესახებაც დეტალურად მოგითხრობთ, გაგრძნობინებთ თავს გაცილებით კომფორტულად ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებშიც კი.

როდესაც ჩვენი სხეული ხურდება ფიზიკური დატვირთვის, სტრესის ან ჰაერის მაღალი ტემპერატურის შედეგად, ტვინი 2 მილიონზე მეტ საოფლე ჯირკვალს უგზავნის სიგნალს ამის შესახებ და იწყება ოფლის გამოყოფის პროცესი.

ოფლოს აორთქლება კანიდან - მექანიზმი, რომელიც აგრილებს ჩვენს სხეულს. გარდა სხეულის გაგრილებისა, ოფლის გამოყოფას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ორგანიზმი დიდი ფიზიკური დატვირთვის დროსაც კი არ გამოყოფს ოფლს, ეს ნიშნავს, რომ ის გაუწყლოებულია.

ოფლისთვის, რომელიც წყლისგან, მარილებისგან და ელექტროლიდებისგან შედგება, არ არის დამახასიათებელი უსიამოვნო სუნი. ეს მოვლენა თავს იჩენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოფლი უშუალო კონტაქტში შედის ჩვენს სხეულზე ბინადარი ბაქტერიებთან და მიკრობებთან.


4 ნატურალური ინგრედიენტი ოფლდენის შესამცირებლად:
  1. ყველამ კარგად ვიცით, რომ ვაშლის ძმარი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ის შეგვიძლია გამოვიყენოთ ბუნებრივი დეოდორანტის სახით, რადგან ვაშლის ძმარი ანადგურებს ჩვენს სხეულზე ბინადარ ბაქტერიებს და თავიდან გვარიდებს ოფლის უსიამოვნო სუნს. მისი გამოყენება ძალიან მარტივია! 2 ნაწილი ვაშლის ძმარი გახსენით 1 ნაწილ წყალში. მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ ბამბის დისკი და კარგად დაიმუშავეთ იღლიების ზონა. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ დილით და საღამოს, დაძინების წინ.

  2. სოდა - კიდევ ერთი ძლიერი ინგრედიენტი, რომელიც ფლობს ანტიბაქტერიულ თვისებებს და თავიდან გვარიდებს ოფლის უსიამოვნო სუნს. შეურიეთ ერთმანეთში იმ რაოდენობით საკვები სოდა და წყალი, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა. მიღებული ნარევი შეიზილეთ იღლიების ზონაზე და მოითმინეთ იქამდე, სანამ ის ბოლომდე შეგაშრებათ. ამის შემდეგ მოიშორეთ პასტისებრი მასა იღლიებიდან მშრალი პირსახოცის გამოყენებით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს, დაძინების წინ.

  3. შავი ჩაი - ტანინით მდიდარი პროდუქტი, რომელიც გვეხმარება ჭარბოფლიანობის დამარცხებაში. აადუღეთ 2 ჩაის ჭიქა (400) მლ წყალი და მოათავსეთ მასში შავი ჩაის 2 ბალიში. 1 წუთის შემდეგ ამოიღეთ ორივე ბალიში მდუღარე წყლიდან და მიეცით დრო ბოლომდე გასაგრილებლად. გაგრილების შემდეგ ამოიდეთ ჩაის ბალიშები იღლიების ქვეშ და მოითმინეთ 5 წუთი. მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ!

  4. იცოდით, რომ ლიმონი ძალზედ სასარგებლო პროდუქტია, რომელიც გვეხმარება სხეულიდან უსიამოვნო სუნის მოშორებაში და ოფლდენის შემცირებაში? ლიმონმჟავა, რომელიც ჭარბადაა ამ ციტრუსში, ანადგურებს ჩვენს სხეულზე ბინადარ ბაქტერიებსა და მიკრობებს. უბრალოდ გაჭერით ერთი ლიმონი შუაზე და მისი რბილობით დაიმუშავეთ იღლიების ზონა. მოითმინეთ დაახლოებით 30 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ იღლიები ცივი წყლით. ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ არ არის რეკომენდირებული მზეზე გასვლა.

    თუ თქვენ ჭარბოფლიანობა გაწუხებთ, მიმართეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული მეთოდებიდან თქვენთვის სასურველს. თითოეული ეს მეთოდი ძალზედ ეფექტურია მოცემული პრობლემის გადასაჭრელად!