საშობაო კექსი ინგლისური რეცეპტით
Facepaparazzi-ი ინგლისური კექსის ორიგინალურ რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
1. ჩირი და ქიშმიში კარგად გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ჩაყარეთ ქილაში, დაასხით რომი, დააფარეთ და დადგით 5-6 დღე კარადაში. პერიოდულად შეანჯღრიეთ.
2. გამოცხობის დღეს ჩირეული გადაიტანეთ საწურზე, ზედმეტი სითხისგან დასაწდობად, შეაშრეთ და ამოავლეთ ფქვილში.
ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი.
3. კარაქი და შაქარი კარგად ათქვიფეთ, სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები.დაამატეთ დაფქული ნუში, სუნელები, ფქვილი. ბოლოს შეურიეთ ჩირები. ფორმაში გადაიტანეთ და მოუსწორეთ ზედაპირი. თავზე თანაბრად დაალაგეთ მთლიანი ნუშები და ალუბლის ცუკატები. კექსს თავზე ფოლგა დააფარეთ და გამოაცხვეთ დაახლოებით 2.5 საათი.
4. ცხელ კექსს თავზე მოაპკურეთ 2 კოვზი კონიაკი. გაციების შემდეგ გაახვიეთ პერგამენტის ქაღალდში და მოსამწიფებლად გრილ, მშრალ კარადაში შეინახეთ 7-14 დღე.
ყველაზე გემრიელი საშობაო კექსი მზადაა! დაჭერით თხელ, სიფრიფანა ნაჭრებად და მიირთვით სურნელოვან ჩაისთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- თეთრი ქიშმიში- 500 გ
- შავი ქიშმიში- 250 გ
- ფინიკი -150 გ
- ალუბლის ჩირი- 200 გ
- ანანასის ჩირი- 75 გ
- ლეღვის ჩირი- 100 გ
- ფორთოხლის ცედრა - 2 ჩ.კ
- ლიმონის ცედრა- 2 ჩ.კ
- რომი- 200 მლ
- დარბილებული კარაქი- 250 გ
- ყავისფერი შაქარი -200 გ
- კვერცხი- 4 ცალი
- ფქვილი- 300 გ
- დარიჩინი, ანისი, მუსკატის კაკალი, სურნელოვანი პილპილი, კარდამონი, მიხაკი- 2 ჩ.კ
- დაფქული ნუში -100 გ
- ნუში და ალუბლის ჩირი მოსართავად
- კონიაკი- 2 ს.კ