გამოიყენეთ ეს ხალხური რეცეპტი და თქვენს იმუნიტეტს საფრთხე აღარ დაემუქრება!
ადამიანმა ყველაზე უკეთესად იცის საკუთარი ორგანიზმის ენა და თვითონვე შეუძლია მისი დახმარება - მთავარია, ყური მივუგდოთ ჩვენს სხეულს. საუკეთესო დამხმარენი კი მცენარეული წამლებია. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ რეცეპტს სალბის გამოყენებით, რომელიც არა მარტო იმუნიტეტის გასაძლიერებლად გამოგადგებად, არამედ დადებითად იმოქმედებს სისხლძარღვებისა და ნერვებზე, დაგირეგულირებთ ნაწლავების მუშაობას, მოგიხსნით სპაზმებს და ჩაგიქრობთ ანთებით პროცესებს.
მომზადება და გამოყენების წესი:
ექიმის კომენტარი: სალბის ფოთლები შეიცავს ფლავონოიდებს, ალკალოიდებს, ორგანულ მჟავებს, P, PP ვიტამინებს, ფიტონციდებს, ეთერზეთებს და სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებებს. მცენარის ნაყენს აქვს ანტიანთებითი და ანტიმიკრობული თვისებები - ანადგურებს გრამდადებით ბაქტერიებს, შედარებით ნაკლებად - გრამუარყოფით მიკროორგანიზმებსაც. სალბის პრეპარატები ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორულ აქტიურობას, ხსნის სპაზმებს, აქვეითებს ოფლის გამოყოფას. სალბის ნაყენს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პათოლოგიების დროს სავლებად და ინგალაციისთვის, აგრეთვე კანის ჩირქოვანი და ანთებითი პათოლოგიების, ჭრილობების, წყლულების, მსუბუქი დამწვრობების და მოყინვის სამკურნალოდ. ხალხურ მედიცინაში სალბის ნაყენს უნიშნავენ კუჭისა და ნაწლავების ქრონიკული ანთებითი და წყლულოვანი დაავადებების, სპაზმების დროს. ამ მცენარის პრეპარატების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს. სალბი შედის ცისტიტებისა და კლიმაქსის სამკურნალო მცენარეული ნაკრებების შემადგენლობაში.
მომზადება და გამოყენების წესი:
- 200-300 გრამი სალბის ფოთლებს (გამხმარი ფოთლების გამოყენებაც შეიძლება) დაასხით 1 ლიტრი თეთრი ღვინო.
- თავდახურული ჭურჭელი დადგით ბნელ, გრილ ადგილას 2 კვირა, დროდადრო შეანჯღრიეთ.
- ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ სუფრის კოვზი ჭამის შემდეგ 3 ჯერ დღეში.
- ნაყენის მიღების შემდეგ თავს უკეთ იგრძნობთ, ძალა მოგემატებათ. ვისაც გრიპი ადვილად გერევათ, გირჩევთ, მიიღოთ ეს წამალი.