გაიძლიერეთ იმუნიტეტი და აირიდეთ თავიდან ყველანაირი ვირუსი, შესანიშნავი რეცეპტის დახმარებით!

გაიძლიერეთ იმუნიტეტი და აირიდეთ თავიდან ყველანაირი ვირუსი,  შესანიშნავი რეცეპტის დახმარებით!
თქვენს მკითხველს მსურს, ვასწავლო იმუნიტეტის და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებელი საუკეთესო საშუალება. ვიდრე ამ რეცეპტს მასწავლიდნენ, აფთიაქში სხვადასხვა ძვირად ღირებულ საშუალებებს ვყიდულობდი, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ ვაღწევდი. ახლა კი, მეტად მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი წამალი ვიცი და ამით ვიმკლავდები ყველანაირ ვირუსს.

წამლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
  • 500 მლ არაყი
  • 200 გრ მაისის ჭინჭარი

მომზადების და გამოყენების წესი:
ქილაში ჩაყარეთ ჭინჭარი, დაასხით არაყი, მოახვიეთ ქილას დოლბანდი თავზე და ერთი დღე დადგით ფანჯრის რაფაზე, მერე კი 8 დღე - ღამე ბნელ სარდაფში. ამის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დილით, უზმოზე, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე და ღამე - ძილის წინ. როცა მთელ პორციას მიიღებთ , მაშინვე იგრძნობთ სიმხნევეს, ძალის მომატებას, გული საათივით ამუშავედება, გაგიუმჯობესდებათ სისხლის შემადგენლობაც, გაივლის სკეროზიც, შეძლებთ მსუბუქად და ლაღად იმოძრაოთ. მაისის ჭინჭარი საერთო ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ. ასეთი ბალზამი განსაკუთრებით სასარგებლოა ხანში შესულებისათვის.

ექიმის კომენტარი:
ჭინჭარი ვიტამინებითა და სხვა მრავალი ბიოაქტიური ნივთიერებით მდიდარი მცენარეა მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური ეფექტით ხასიათდება და ორგანიზმზე მართლაც ზოგადგამაჯანსაღებელ მოქმედებას ახდენს.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ჭინჭარში დიდი რაოდენობითაა ქლოროფილი, რომელსაც მასტიმულირებელი და მატონიზებელი ეფექტი აქვს, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ზრდის კუნთოვან ტონუსს, აუმჯობესებს გულ - სისხლძარღვთა სისტემისა და სუნთქვის ცენტრის მუშაობას. ასტიმულირებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას.
ჭინჭარს უძველესი დროიდან იყენებდნენ საშვილოსნოდან გახანგრძლივებული სისხლდენების, ათეროსკლეროზის, ანემიების, ქოლეცისტიტის, გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, რკინადეფიციტის დროს. გარეგანი ხმარებისათვის იგი ეფექტიანია დერმატოზების, ტროფიკული წყლულების, ეგზემის, დამწვრობისა და ჭრილობების დროს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი