იმუნიტეტის და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებელი საუკეთესო საშუალება

იმუნიტეტის  და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის  გასაუმჯობესებელი საუკეთესო საშუალება
თქვენ მკითხველს მსურს , ვასწავლო იმუნიტეტის და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებელი საუკეთესო საშუალება. ვიდრე ამ რეცეპტს მასწავლიდნენ, აფთიაქში სხვადასხვა ძვირად ღირებულ საშუალებებს ვყიდულობდი, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ ვაღწევდი. ახლა კი, მეტად მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი წამალი ვიცი და ამით გავდივარ იოლად.
წამლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:

  • ნახევარი ლიტრი არაყი
  • 200 გრ მაისის ჭინჭარი

მომზადების და გამოყენების წესი:
ქილაში ჩაყარეთ ჭინჭარი, დაასხით არაყი, მოახვით ქილას დოლბანდი თავზე და ერთი დღე დადგით ფანჯრის რაფაზე, მერე კი 8 დღე-ღამე - ბნელ სარდაფში. ამის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დილით, უზმოზე, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე და ღამე- ძილის წინ. როცა მთელ პროპორციას მიიღებთ, მაშინ იგრძნობთ სიმხნევეს, ძალის მატებას, გული საათვით ამუშავდება , გაგიუმჯობესდებათ სისხლის შემადგენლობაც, გაივლის სკლეროზიც, შეძლებთ, მსუბუქად და ლაღად იმოძრაოთ. მაისის ჭინჭარი საერთო ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ. ასეთი ბალზამი განსაკუთრებით სასარგებლოა ხანში შესულებისათვის.

ექიმის კომენტარი:

ჭინჭარი ვიტამინებთა და სხვა მრავალი ბიოაქტიური ნივთიერებით მდიდარი მხენარეა მრავამხრივი ფარმაკოლოგიური ეფექტით ხასიათდენა და ორგანიზმში მართლაც ზოგადგამაჯანსაღებელ მოქმედებას ახდენს.
განსაკუთრებით უნდა არინიშნოს, რომ ჭინჭარში დიდი რაოდენობითაა ქლოროფილი, რომელსაც მასტიმულირებელი და მატონიზებელი ეფექტი აქვს, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ზრდის კუნთოვან ტონუსს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა სუნთქვის ცენტრის მუშაობას. ასტომულირებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას.
ჭინჭარ უძველესი დროიდან იყენებენ საშვილოსნოდან გახანგრძლივებული სისხლდენების, ათეროსკლეროზის, ანემიების, ქოლეცისტიტის, გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, რკინადეფიციტის დროს. გარეგანი ხმარებისთვის იგი ეფექტიანია დერატოზების, ტროფიკული წყლულების, ეგზემის, დამწვრობისა და ჭრილობების დროს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი