არანაირი შეტევითი ტკივილები და კენჭის გავლა აღარ შეგაწუხებთ თუ ამ ნაყენით იმკურნალებთ!

არანაირი შეტევითი ტკივილები და კენჭის გავლა აღარ შეგაწუხებთ თუ ამ ნაყენით იმკურნალებთ!
დინდგელს ანუ პროპოლისს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს. თირკმლის ისეთი შეტევები მქონდა, რომ ნაბიჯს ვერ ვადგამდი, შარდსაც სისხლს ვაყოლებდი.

ინგრედიენტები:
  • 100 გრ პროპოლისი
  • 500 მლ სპირტი ან არაყი

მომზადების და გამოყენების წესი:
დინდგელი დაანამცეცეთ, შინნ გამოხდილ თაფლის არაყში ან სპირტში ჩაყარეთ და ორი კვირა თავდახურულული ბნელ ადგილას დადგით, დღეში რამდენჯერმე შეანჯღრიეთ ჭურჭელი, მიიღეთ 20 - 30 წვეთი, გახსნილი წყალში ან რძეში 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 1 - 1,5 საათით ადრე.
ამ ნაყენის მიღების შემდეგ მართლაც საოცრება მოხდა - მას შემდეგ თირკმელში კენჭის გავლა აღარასოდეს მქონია, აღარც ტკივილს შევუწუხებივარ. იმ დღიდან დინდგელი გახდა ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის უებარი წამალი.

ექიმის კომენტარი:
დინდგელი ფუტკრის პროდუქტია, რომელიც მართლაც უნიკალური სამკურნალო თვისებებით ხასიათდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ანტიმიკრობული მოქმედება - ანადგურებს გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიათა უმრავლესობას. აქვს ანტიანთებითი, მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტები. იყენებენ როგორც ხალხურ ისე მეცნიერულ მედიცინაში სხვადასხვა ინფექციის, გინეკოლოგიური პათოლოგიების, კანის, კუჭ - ნაწლავის და სასუნთქი გზების დაავადებათა სამკურნალოდ.
ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ პროპოლისს ვირუსსაწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს. ამიტომ ეფექტიანია გრიპის და სხვა ვირუსული დაავადებების დროს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი