გამოიყენეთ ეს იაფი ნატურალური საშუალება და თქვენი თმა საოცარი გზით გარდაისახება!

გამოიყენეთ ეს იაფი ნატურალური საშუალება და თქვენი თმა საოცარი გზით გარდაისახება!
იცოდით, რომ გარდა უამრავი უპრატესობისა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ვაშლის ძმარი გამოირჩევა გასაოცარი კოსმეტიკური თვისებებით. როდესაც საუბარი თმის და თავის კანის ჯანმრთელობაზე მიდის, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ვაშლის ძმარი, რადგან ეს პროდუქტი გამოირჩევა ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით და აქვს წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა ჩვენს თმის საფარზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ვაშლის ძმარი ნატურალური ინგრედიენტია, რომელიც გაგიჯანასაღებთ თმას, გაზრდის თმის საფარის მოცულობას, გააძლიერებს თმის ძირებს და მიანიჭებს მას საოცარ ბზინვარებას. გამომდინარე იქიდან, რომ შამპუნების, კონდენციონერების და თმის მოსავლელი საშუალებების უმრავლესობა მავნე ქიმიური ნივთიერებებითაა გაჯერებული, თმასთან დაკავშირებული პრობლემები იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს გასაოცარი რეცეპტი!

ვაშლის ძმრის სასარგებლო გავლენა ჩვენს თმაზე:
  • აჯანსაღებს და აძლიერებს თმას;
  • ანიჭებს მას დამატებით ბზინვარებას;
  • განაპირობებს თავის კანის pH-ის ჯანსაღ მაჩვენებელს;
  • ხსნის ქავილის შეგრძნებას;
  • ამარცხებს ქერტლს;
  • სტიმულირებს თმის ზრდის ჯანსაღ პროცესს;
  • გვაშორებს კანის მკვდარ უჯრედებს.

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა წყალი;
  • 2 ს.კ. ვაშლის ძმარი;
  • რამდენიმე წვეთი სასურველი ეთერზეთი (არ არის აუცილებელი).

ინსტრუქცია:

თითოეული ინგრედიენტი მოათავსეთ სპრეი-ბოთლში და კარგად შეანჯღრიეთ.

გამოყენების წესი:

მოცემული საშუალება უნდა გამოიყენოთ ყოველ ჯერზე თავის დაბანის დროს. მას შემდეგ, რაც თავს შამპუნით კარგად დაიბანთ, სველ თმაზე მიიპკურეთ ვაშლის ძმრის წყალხსნარი და იკეთეთ მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშების გამოყენებით. კარგად გაინაწილეთ ეს საშუალება მთელ თმაზე და თავის კანზე. 3 წუთის შემდეგ საფუძვლიანად ჩამოიბანეთ თმა გრილი წყლით.