ფორთოხლის ცუკატები- არომატული ნუგბარი წინასაახალწლოდ

ფორთოხლის ცუკატები- არომატული ნუგბარი წინასაახალწლოდ
Facepaparazzi - ი გემრიელი ფორთოხლის ცუკატების მომზადების წესს გიზიარებთ

საჭირო მასალა:
  • ფორთოხალი - 4ცალი
  • შაქარი - 2,5 ჭიქა
  • წყალი - 2 ჭიქა


მომზადების წესი:

1. ფორთოხალი გარეცხეთ და ფრთხილად გამოაცალეთ გული. კანი კი წვრილად დაჭერით.
2. დაჭრილი კანები 2 საათით ჩაყარეთ ცივ წყალში
3. დაბალ ცეცხლზე გაათბეთ 2 ჭიქა წყალი და შაქარი. მიიყვანეთ ადუღებამდე.
4. შემდეგ ჩაუმატეთ დაჭრილი ფორთოხლის კანები და გააჩერეთ 30 წუთით
5. საწურის დახმარებით ფორთოხლის კანები ამოიღეთ წყლიდან და ამოავლეთ შაქარში, აცადეთ გაშრობა და შეინახეთ სუფთა ქილაში.
6. ცუკატები ძალიან უხდება ყავას...შეგიძლიათ ამოავლოთ შოკოლადში.

გემრიელად მიირთვით!