რატომ არის წაბლი ჩვენი ორგანიზმისთვის საჭირო პროდუქტი!
წაბლი ნებისმიერ ხილზე დაბალკალორიულია და, თხილისგან განხსვავებით, არ შეიცავს ცხიმს. მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:
- წაბლი მდიდარია ნახშირწყლებით, რომლებიც აუცულებელია ენერგიის მისაღებად და სტრესის მოსახსნელად. ნახშირწყლები, რომლებსაც წაბლი შეიცავს, კომპლექსურია და ორგანიზმზე მავნე გავლენას არ ახდენს.
- B ვიტამინს, რომელიც უხვადაა წაბლში, ორგანიზმისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს: ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს მის სტრუქტურას, განაპირობებს კანის სიჯანსაღეს, აუმჯობესებს ტვინის ფუნქციებს და სხვა.
- წაბლი მდიდარია მაგნიუმით. ეს არის ანტიოქსიდანტი, რომელიც საგრძნობლად ამცირებს გულისა და სიმსივნურ დაავადებათა განვითარების რისკს. მანგანუმს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ახალი ქსოვილების წარმოქმნას, რომელიც აუცილებელია სისხლის შედედებისთვის.
- წაბლში ბევრია სპილენძი - მინერალი, რომელსაც ძვლების გამაგრება შეუძლია. ამასთანავე, ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს ნერვულ მდგომარეობას, სისხლის სტრუქტურას.
- თავისი შემადგენლობის წყალობით წაბლი დაზიანებისგან იცავს კბილის მინანქარს და აუმჯობესებს მის სტრუქტურას.
- აუმჯობესებს სუნთქვას, ამიტომ შეგიძლიათ, მიირთვათ ბრონქული ან სპაზმური ხველის დროს.
- აძლიერებს და ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვთა კედლებს, ამის კვალობაზე, იცავს ადამიანს ასაკის კვალდაკვალ თავჩენილი ვენური პრობლემებისგან.