მარტივი სამკურნალო რეცეპტი, მათთვის ვისაც ნაწლავის ანემია და შებერილობა აწუხებს

მარტივი სამკურნალო რეცეპტი, მათთვის ვისაც ნაწლავის ანემია და შებერილობა აწუხებს
ამ დაავადებას თან სდევს გაუვალობა, ტკივილები მუცელში, შებერვა, მადის გაქრობა, წიდის დაგროვება ღვიძლში, კუჭსა და სხვა ორგანოებში. ანემიასთან ბრძოლა საჭიროა ხანგრძლივად და შეუპოვრად.

FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

პირველი და აუცილებელი - მეტი მოძრაობა, მუცლის ვარჯიშების შესრულება. რაც შეეხება კვებას, სრულებით უნდა თქვათ უარი კარტოფილის, ხორცის, ტკბილეულის, ფქვილისაგან მომზადებული კერძების დიდი რაოდენობით მიღებაზე. თქვენთვის რაც არ უნდა უჩვეულო იყოს, საჭიროა გადახვიდეთ უპირატესად ბოსტნეულსა და ხილზე. მატი უმი სახით მიღებით უნდა დაიწყოთ და დაამთავროთ დღე.განსაკუთრებით სასარგებლოა ახალი და მჟავე კომბოსტო,სტაფილო, ჭარხალი,ახალი კიტრი, ბოლოკი, ვაშლი, ქლიავი. მოამზადეთ და გამოიყენეთ მეტი კერძი ყაბაყის, კომბოსტოს, ბადრიჯნის, წიწაკის, სტაფილოსა და ხახვისგან. სასარგებლოა სალათები, ვინეგრეტები, წიწიბურისა და ქერის ფაფები, ბოსტნეულის სუპები.ყოველივე ეს იმოქმედებს თქვენს ორგანიზმზე,ნაწლავზე, როგორც კარგი ცოცხი.

თუ ნაწლავი გებერებათ მის სამკურნალდ გთავაზობთ ამ მარტივ რეცეპტს:

ინგრედიენტები:
  • 5 ცალი წაბლი
  • 200 გრ რძე


მომზადების და გამოყენების წესი:

საშუალო ზომის 5 ცალი წაბლი გავარჩიოთ, ჩავყაროთ ერთ ჭიქა რძეში (200 გრ) და გავაჩეროთ 2 საათი. მივიღოთ დღეში 3-ჯერ 50 გრ.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური