ეიფელის კოშკის მწვერვალზე ნანახმა საყოველთაო შოკი გამოიწვია

პარიზის სიმბოლო - ეიფელის კოშკი. ეს უზარმაზარი კონსტრუქცია მსოფლიო გამოფენისთვის 1889 წელს აღიმართა როგორც ჭიშკარი. თუ რეალუად არა, ფოტოებით, ტელევიზიით ან ინტერნეტით ყველას აქვს მისი ფოტოები ნანახი და უცხო ნამდვილად არაფერია და თითქოს სიახლეებითაც ვერავის გავაკვირვებთ.
ნათქვამია: თითქოს იმაზე მუდმივი არაფერია, რაც დროებითაა შექმნილი.

გუსტავ ეიფელიც ალბათ ასე ფიქრობდა და 300 მეტრიანი კოშკის აგებისას თითქოს უკვდავებაც ჩააქსოვა. ცოტამ თუ იცის, რომ სულ კენწეროში პატარა საცხოვრებელი ფართია მოწყობილი, სადაც ინჟინერი ხშირად სტუმრებსაც იწვევდა.

ყველა, ვინც ამ გასაოცარი საცხოვრებელი სახლის შესახებ გებულობდა, აურაცხელ თანხას სთავაზობდა ავტორს, მაგრამ ის ყველას უარით ისტუმრებდა. მას სიამოვნებას გვრიდა პარიზის ზემოდან ცქერა და სულაც არ ფიქრობდა სიმყუდროვის დათმობას.

პარიზელებს ამ საცხოვრებელის მფლობელის სერიოზულად შურდათ და ოცნებობდნენ, რომ აქ თუნდაც ერთი ღამით მოხვედრილიყვნენ, მაგრამ ინჟინერი ამას არანაირ ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა სტუმრების მოპატიჟებაზე არასოდეს ამბობდა უარს. მისი ხშირი სტუმრები გახლდნენ მთავრობის წევრები და სხვა შემოქმედი მეგობრებიც.

ამჟამად ინსტალაციაა დამონტაჟებული ამ სივრცეში, თითქოს ეიფელი ხვდება თომას ედისონს, რომელიც ინჟინერს 1899 წლის 10 სექტემბერს ეწვია. დაახლოებით 10 საათის მანძილზე საუბრობდნენ, მიირთმევდნენ კონიაკს და ეწეოდნენ სიგარას.

საცხოვრებელში ყველლაფერი შენარჩუნებულია და არ დაუკარგავს თავისი ძველებური ეშხი. ეიფელმა როიალის ადგილიც კი გამონახა და აიტანა იმ სიმაღლეზე. იატაკი დღემდე ხალიჩებით გახლავთ მორთული და იმ დროინდელი მოდური ავეჯიც ხელუხლებლად დგას.

კოშკში ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი საცხოვრებელი გაჩნდა. მართალია რამდენიმე სართულით ქვემოთ, მაგრამ 4 ადამინი რამდენიმე დღე-ღამით დარჩა. ამის დამსახურებისათვის კი მათ კონკურსში მოუწიათ მონაწილეობის მიღება. ამ საცხოვრებელში 2 საძინებელია, სამზარეულო და ზამთრის ბაღი თავისი პანორამული ხედებით.

როდესაც ეიფელს აგებდნენ, პარიზელების უკმაყოფილებას საზღვარი არ ჰქონდა. გი დე მოპასანიც კი ერთ-ერთი მოწინააღმდეგე გახლდათ, რომელიც ბოლოს ამავე კოშკის რესტორანში რეგულარულად ვახშმობდა ხოლმე. კითხვაზე, თუ რატომ სტუმრობდა იქაურობას, ის პასუხობდა: ეს ერთადერთი ადგილია პარიზში, საიდანაც კოშკის დანახვა შეუძლებელი იყო.

ეიფელის საიდუმლოს ფარდა აეხადა. არ არის გამორიცხული კიდევ სხვა რაიმე საიდუმლოს მალავდეს ეს კოშკი. მოკლედ, თუ კიდევ რაიმეს გავარკვევთ, აუცილებლად შეგატყობინებთ.