ბიზნესმენი რომან ფიფია დაზარალებულ რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელ ფართს შეუძენს
ბიზნესმენი რომან ფიფია მზადაა, სტიქიის შედეგად დაზარალებულ რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი ფართი შეუძინოს.
ამის შესახებ ფიფია განცხადებას ავრცელებს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
„დღეს გლოვის დღეა საქართველოში. მთელი გულით ვუსამძიმრებ სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს. ყველანი დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით. ამ სირთულეებს მხოლოდ ერთად დგომა და ერთმანეთის დახმარება დაგვაძლევინებს. ყველას მოქალაქეობრივი ვალია, დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მაქსიმუმი გავაკეთოთ“, - აცხადებს რომან ფიფია.
ბიზნესმენის თქმით, სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენა ყველა მოქალაქის ვალია.
„მზად ვართ, უსახლკაროდ დარჩენილ რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი ფართი შევუძინოთ, ხოლო წითელი ჯვრის მეშვეობით დახმარება გავუწიოთ. ყველას მოქალაქეობრივი ვალია, სოციალური პასუხისმგებლობის მაქსიმალური გამოვლინება, რაც უბრალოდ თანადგომას ნიშნავს“, - ნათქვამია ფიფიას განცხადებაში.
თბილისში 13-14 ივნისს მომხდარ სტიქიას ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაკარგულთა რიცხვი კი, ათამდე შემცირდა.
სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. წყალმა მათი საცხოვრებელი სახლები მთლიანად გაანადგურა.