ანტიასაკობრივი მაკიაჟი: როგორ გავახალგაზრდავდეთ 15 წლით 1 საათში
ანტიასაკობრივი მაკიაჟი - ვიზაჟისტის უმაღლესი პილოტაჟია. მისი ხარისხიანად შესრულება მხოლოდ მეიკ-აფის გურუს თუ შეუძლია. ინიექციებისა და სკალპელის გარეშე მოდელის გაახალგაზრდავება 1 საათში ხომ ნამდვილი ხელოვნებაა! ჩვენს დღევანდელ სტატიაში თვალნათლივ შეძლებთ შეხედოთ, თუ როგორ მუშაობს ეს. შესაძლოა, ასეთი მაკიაჟის წყალობით თავი აარიდოთ ქირურგის ან კოსმეტოლოგის ვიზიტს. მაშ ასე...
ყველა ველი - მაღლა!
არსებობს anti-age მაკიაჟის რამდენიმე ხრიკი, მათგან მთავარი კი გახლავს ის, რომ ველები მაღლა უნდა ადიოდეს.
ეს ეხება ჩრდილების, რუჟისა და ფანქრის წასმას. გარდა ამისა, ასეთ მაკიაჟში პრაქტიკულად არ გამოიყენება ციმციმა ტექსტურები - დაივიწყეთ პერლამუტრის პომადებსა და ბრჭყვიალა ჩრდილებზე!
აქცენტი თვალებზე
გამაახალგაზრდავებელი მაკიაჟის დროს პომადაზე აქცენტირება არ ღირს, ვინაიდან არასწორად შერჩეული ფერი ხაზს უსვამს ნაოჭებს, მუქი ფერი კი ასაკს საგრძნობლად მატებს. მაგრამ აქცენტი თვალებზე - მუდამ მომგებიანი ვარიანტია. გაითვალისწინეთ კანის თავისებურებანი: უმჯობესია, გამოიყენოთ მშრალი ჩრდილები, ნუ წაისვამთ ფანქარს ქვედა ქუთუთოზე და გამოიყენეთ პრაიმერი.
მკვეთრი წარბები
წარბების ფორმასა და ფერზე მუშაობა - anti-age მაკიაჟის საფუძველია. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ თხელი წარბები ასაკს მატებს. სქელი და ბუნებრივი კი პირიქით - საშუალებას გაძლევს, 15 წლით ახალგაზრდად გამოიყურებოდე.
მბზინავი კანი
დაბოლოს, ლიფტინგ-მაკიაჟის მთავარი საიდუმლო - კანის იდეალური ტონი. ტონალური საცხი ზუსტად უნდა ემთხვეოდეს კანის ფერს. იყავით ფრთხილად პუდრისთან - იგი ნაოჭებში რჩება და ნაკლს უსვამს ხაზს. ამიტომ, უამრავი ვიზაჟისტი იყენებს მინერალურ პუდრის - ის მშრალ კანსაც უხდება.