მარტივი ტრანსფორმაცია - როგორ ვაქციოთ დღის მაკიაჟი საღამოს მაკიაჟად?
სამსახურის შემდეგ მიღებაზე ხართ დაპატიჟებული და სალონში წასვლას ვერ ასწრებთ? ასეთ დროს მაკიაჟი გვევლინება მხსნელად. მით უმეტეს, რომ სულ რამდენიმე შტრიხია საკმარისი იმისთვის, რომ ყოველდღიური მაკიაჟი საღამოს მაკიაჟად ვაქციოთ.
ქვემოთ გთავაზობთ ამგვარი ტრანსფორმაციის მარტივ ხერხს:
დღის მაკიაჟი
პირველი საფეხური: წაისვით ტონალური
არ დაგავიწყდეთ შესაბამისი ფუნჯით მაკიაჟის ბაზის, იგივე პრაიმერის თხელი ფენის წასმა. ეს აუცილებელია, რომ თქვენი კანი გათანაბრდეს და ტონალური ერთგვაროვნად და უნაკლოდ გადანაწილდეს. ამის შემდეგ, წაისვით თხევადი ტონალური და მიიფრქვიეთ თქვენი საყვარელი პუდრი. ყვრიმალებზე ოდნავ წაისვით რუჟი.
მეორე საფეხური: ნეიტრალური თვალის ჩრდილი
გამოიყენეთ მოვერცხლისფრო, ბრინჯაოსფერი, ანდა სულაც ვარდისფერი ან მოოქროსფრო ელფერის თვალის ჩრდილი.
მესამე საფეხური: თვალის ლაინერი და ტუში
გაიკეთეთ თვალებზე პაწაწინა ისრები და წაისვით წამწამებზე ტუში.
მეოთხე საფეხური: წარბების კორექცია
წარბის ფანქრით შეავსეთ და დააფიქსირეთ წარბის ფორმა.
მეხუთე საფეხური: ტუჩსაცხი
წაისვით ნებისმიერი მსუბუქი ტუჩსაცხი.
საღამოს მაკიაჟი
პირველი საფეხური: თერმული წყალი
თერმული წყალი ყველა აფთიაქში იყიდება და მისხურებისას ძალიან აცოცხლებს სახის კანს.
მეორე საფეხური: გამოკვეთეთ ღაწვები
კონტურით გამოკვეთეთ ღაწვები, ეს თქვენი კანის უზადოობას გაუსვამს ხაზს.
მესამე საფეხური: მუქი თვალის ჩრდილი
აიღეთ ნებისმიერი შავი ჩრდილი და წაისვით ორივე თვალის ქუთუთოზე.
მეოთხე საფეხური: მუქი ტუჩსაცხი
იდეალური ღამე ითხოვს იდეალურ მუქ ტუჩსაცხს! ეს თქვენი მაკიაჟის დამაგვირგვინებელი ელემენტია.
მეხუთე საფეხური: დატკბით შედეგით!