მაკიაჟის მოსაშორებელი შინაური საშუალება
მაკიაჟი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა მისი მოშორება და კანის გასუფთავება ჯანმრთელი კანის პირველი პირობაა. მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებები ხშირად შეიცავს სოდიუმის სულფატს, მინერალურ ზეთებს, ხელოვნულ შემაფერადებლებს, სურნელის დანამატებს, რაც ყოველთვის არ არის სასარგებლო კანისთვის, განსაკუთრებით კი თვალის გარშემო ნაზ კანზე ახდენს ცუდ ზეგავლენას.
გთავაზობთ აბსოლუტურად უმტკივნეულო, აბსოლუტურად ნატურალურ და ხელმისაწვდომ საშუალებას მაკიაჟის მოსაცილებლად:
თქვენ დაგჭირდებათ:
ჰერმეტული კონტეინერი
ბამბის დისკები
¼ ან ½ ჭიქა მზესუმზირის ზეთი
მომზადება:
გთავაზობთ აბსოლუტურად უმტკივნეულო, აბსოლუტურად ნატურალურ და ხელმისაწვდომ საშუალებას მაკიაჟის მოსაცილებლად:
თქვენ დაგჭირდებათ:
მომზადება:
- პირველ რიგში, მდუღარე წყლით და საპნით კარგად გარეცხეთ კონტეინერი, შემდეგ კი გააშრეთ.
- ჩააწყვეთ ბამბის დისკები კონტეინერში და ნელ-ნელა დაასხით მზესუმზირის ზეთი. თუკი მაღალ კონტეინერს იყენებთ, მაშინ ნაწილ-ნაწილ ჩააწყვეთ დისკები, ჯერ ერთ ნაწილს დაასხით ზეთი, შემდეგ დაამატეთ მეორე ნაწილი და ისინიც გაჟღინთეთ.
- მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას.
- გამოყენებისას, უბრალოდ ამოიღეთ ერთი ცალი ბამბის დისკი, მოიცილეთ მაკიაჟი და გადააგდეთ.