მომენტალური შოკოლადის ტორტი

მომენტალური შოკოლადის ტორტი
FPAPARAZZI-ის რედაქციამ შეგირჩიათ ტორტის რეცეპტი, რომელიც იმდენად დაბალკალორიულია, რომ შეგიძლიათ დიეტის დროსაც თავისუფლად მიირთვათ.
საჭირო მასალა:
  • ფქვილი- 1,5 ჭიქა
  • კაკაო- 3ს.კ
  • შაქარი- 1ჭიქა
  • გამაფხვიერებელი-1ჩ.კ
  • მარილი -0,5 ჩ.კ
  • ძმარი-1ჩ.კ
  • ვანილის ესენცია ან ვანილი -1 ჩ.კ
  • მცენარეული ზეთი- 5 ს.კ
  • წყალი- 1 ჭიქა

მომზადება:
  1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. სასურველ ფორმას წაუსვით კარაქი.
  2. შემდეგ ერთმანეთში აურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი.
  3. პატარა ჯამში გახსენით ძმარი, ვანილის ესენცია და ზეთი, შემდეგ კი მშრალ მასას დაუმატეთ.
  4. კარგად შეაზილეთ და დაასხით წყალი.
  5. როდესაც ერთიან მასას მიიღებთ, აცხვეთ 35 წუთის განმავლობაში.
  6. როდესაც ბისკვიტი გაცივდება, ზემოდან მოასხით მინანქარი და მორთეთ სასურველი ხილითა და კენკრით.

გემრიელად მიირთვით.