ხაჭოსა და ბანანის უნაზესი მობრაწულა საუზმისთვის

ხაჭოსა და ბანანის უნაზესი მობრაწულა საუზმისთვის
fpaparazzi უგემრიელესი საუზმის რეცეპტს წარმოგიდგენთ!

საჭირო მასალა:
  • ხაჭო 500 გ
  • ბანანი 3 ცალი
  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი 5 ს/კ
  • მანის ბურღული 6,5 ს/კ
  • არაჟანი 3 ს/კ
  • სოდა 0,5 ჩ/კ
  • მწიკვი მარილი
  • ვანილინი


მომზადების წესი:
1. ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში.
2. ბოლოს დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ბანანი და აურიეთ კოვზით.
3. გადაიტანეთ კარაქწასმულ ფორმაში.
4. აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 50-60 წუთი.
5. გააცივეთ ფორმაშივე. გადმოიღეთ და მიიტანეთ სუფრასთან არაჟნით, ან შედედებული რძით.

გემრიელად მიირთვით!