ხაჭოსა და ბანანის გემრიელი და სასარგებლო მობრაწულა!

ხაჭოსა და ბანანის გემრიელი და სასარგებლო მობრაწულა!
fpaparazzi ჯანსაღი დესერტის რეცეპტს გთავაზობთ. თამამად შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ მათაც, ვინც წონას უფრთხილდება.
საჭირო მასალა:
  • 3 კვერცხი
  • 5 ს/კ შაქარი
  • 6,5 ს/კ მანი
  • 3 ს/კ არაჟანი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • ვანილინი
  • მწიკვი მარილი
  • მწიფე ბანანი

მომზადება:
1. ყველა ინგრედიენტი აურიეთ კარგად, სულ ბოლოს დაუმატეთ 2-3 საშუალო ზომის დაჭრილი ბანანი და კოვზით აურიეთ.
2. ფორმას წაუსვით კარაქი.
3. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 50-60 წუთი.
4. გააგრილეთ ნამცხვარი ფორმაშივე.
5. მიირთვით არაჟნით ან შედედებული რძით.
გემრიელად მიირთვით