ეს რეცეპტი გამოადგებათ მათ, ვისაც სახსრებში ამტვრევს და "ღრღნის".
ჩემი ეს უმარტივესი რეცეპტი იმათ გამოადგებათ, ვისაც სახსრებში ამტვრევს, "ღრღნის". 70 წლის ქალი ვარ. 2 წლის წინ ისე მტეხდა სახსრები, რომ არავითარმა წამალმა არ მიშველა, ფული კი ბევრი დავხარჯე. ტკივილი ღამითაც არ მაძინებდა - თეძოდან თერფამდე მაწუხებდა. ერთ ღამეს სიმწრით ავტირდი. მეორე დღეს კი გადავწყვტე, ყველა ღონე მეხმარა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად . მივმართე ხალხურ მედიცინას და ამ რეცეპტებსაც მივაგენი.
ექიმის კომენტარი:
ხახვი მდიდარია ცილოვანი ნივთიერებებით, უჯრედისით , კალციუმის მარილებით, ფოსფორით, ზოფიერთი მიკროელემენტებით , ეთერზეთებით, ფერმენტებით, გლიკოზიდებით და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებებით. მასში ბევრია აგრეთვე ასკორბინის მჟავა ( C ვიტამინი ), A პროვიტამინი, B1, B2, PP ვიტამინები.
ხახვის ეთერზეთის ბაქტერიოციდული მოქმედების გამო მას იყენებენ მწვავე რესპირატორული დაავადების, ანგინის, ტონზილიტის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
ხახვის პრეპარატები აუმჯობესებს მადას, აძლიერებს კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას, აძლიერებს ნაწალავების პერისტალტიკას, ამიტომ ხახვი გამოიყენება კუჭ - ნაწლავის დაავადებათა ( ატონიის, ყაბზობის ) სამკურნალოდ. მწვანე ხახვი ზრდის სქესობრივ პოტენციას, აფერხებს ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადების განვითარებას.
- ნახევარი ჭიქა ხახვის კანს დაასხით 600 გრ წყალი, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 5 წთ. გადმოდგით. დააყოვნეთ 1 საათი. შეგრილებული გადაწურეთ და ჩაასხით ქილაში. უნდა სვათ 2- 3 ყლუპი დღეში რამდენჯერმე, ღამით შეინახეთ მაცივარში. ეს ნაყენი 3 დღე გეყოფათ.
ნაყენი ტკივილგამაყუჩებელი არ არის, იგი სამკურნალოა და უნდა სვათ თვეზე მეტხანს, რომ შედეგი იგრძნოთ. - როცა სახსრებში მტვრევა გაივლის, შეგიძლიათ რამდენიმე თვე დაისვენოთ, მაგრამ როგორც კი იგრძნობთ, რომ დაავადება მწვავდება, წამლის მიღებაც უნდა განაახლოთ. სახსრის ტკივილს შველის აგრეთვე ვაშლის ძმარი, მაგრამ იგი გამუდმებით უნდა სვათ, შედეგი რომ მიიღოთ.
1 ჭიქა ანადუღარ წყალში უნდა გახსნათ 1 ს/კ ძმარი და 1 ჩ/კ თაფლი.
მკურნალობამ მიშველა , ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ.