სოკოს რაგუ მსუბუქი ვახშმისთვის

სოკოს რაგუ მსუბუქი ვახშმისთვის
გარდა იმისა, რომ ეს რაგუ ძალიან გემრიელია, ამასთან დაბალკალორიულიცაა და 100 გ პროდუქტი მხოლოდ 26 კკ-იას შეიცავს. ამიტომ fpaparazzi გირჩევთ აუცილებლად სცადოთ.

საჭირო მასალა:
  • 250 გ ქამა სოკო
  • 1თავი ხახვი
  • 1ბულგარული წიწაკა
  • 2 პომიდორი
  • 2მწვანე წიწაკა
  • მარილი და დაფქული წიწაკა გემოვნებით


მომზადების წესი:
1. ბოსტნეული გარეცხეთ და გათალეთ. ხახვი წვრილად დაჭერით და მოთუშეთ. დაუმატეთ დაჭრილი სოკო.
2. დაუმატეთ წითელი და მწვანე წიწაკა. დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი, მარილი და წიწაკა
3. დაახურეთ თავსახური და მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით.