თუ თქვენ ამ 13 ნივთიდან ერთ-ერთი მაინც გაქვთ სახლში, დაუყონებლივ გადააგდეთ ის. აი მიზეზიც...

თუ თქვენ ამ 13 ნივთიდან ერთ-ერთი მაინც გაქვთ სახლში, დაუყონებლივ გადააგდეთ ის. აი მიზეზიც...
თითოეულმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ სახლში ჯანსაღი ატმოსფეროს შესაქმნელად საჭიროა ჰიგიენის გარკვეული ნორმების დაცვა. სისუფთავე და წესრიგი სახლში - ყოველივე ეს აუცილებელია მყუდრო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად.

ჭუჭყისა და მტვრის მიკრონაწილაკები შეიძლება შედგებოდეს ცხოველის ალერგენებისგან, სოკოს სპორებისგან, მცენარეების მტვრისგან, საკვების ნარჩენებისგან, ზოგიერთი მეტალის ნაწილაკებისგან და ა.შ.

სწორედ ამიტომ, სახლში ჰიგიენის ნორმების დარღვევამ შეიძლება მიგვიყვანოს სხვადასხვა სახის ალერგიულ რეაქციებამდე, ასთმამდე, ონკოლოგიურ დაავადებებამდე, ქავილის აუტანელ შეგრძნებამდე, ძილის რეჟიმის დარღვევამდე და ა.შ. გარდა ამისა, ამ პრობლემამ შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენი პატარების გონებრივ განვითარებას.

''Fpaparazzi''-ის რედაქცია ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე და გირჩევთ დაუთმოთ მაქსიმალური ყურადღება ამ 13 ნივთს, რათა თავიდან აირიდოთ ზემოთ ჩამოთვლილი უსიამოვნო მოვლენები.

1. კბილის ჯაგრისები
პირის ღრუს ჰიგიენის დასაცავ ამ ნივთზე წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ბაქტერიები ბინადრობს, რაც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი კბილების ჯანმრთელობისთვის.

იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ სხვადასხვა სტომატოლოგიური დაავადებები, აუცილებლად შეცვალეთ კბილის ჯაგრისი ყოველ 3 თვეში ერთხელ.

2. ბალიში
საუბარია არა თეთრეულის შეცვლაზე, არამედ თვითონ ბალიშზე და მატერიალზე, რომლისგანაც ეს ნივთია შეკერილი. რეგულარული მოხმარების შედეგად ბალიში სხვადასხვა მავნე მიკროორგანიზმების ბუდედ იქცევა.

იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ ზემოთ ჩამოთვლილი უსიამოვნო მოვლენები, აუცილებლად დაიცავით ჰიგიენის ნორმები და შეცვალეთ ეს ნივთი ყოველ სამ წელიწადში 1-ხელ.

3. შხაპის ღრუბელი
კიდევ ერთი ნივთი, რომელიც თქვენი ჯანმრთელობისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. შხაპის ღრუბელი ბაქტერიებისა და სხვა მავნე მიკროორგანიზმების წარმოუდგენლად დიდ ბუდეა, რადგან ის მუდმივად ტენიან გარემოში იმყოფება და აქვს უშუალო კონტაქტი ადამიანის სხეულთან.

ყოველ 3 კვირაში ერთხელ აუცილებლად შეცვალეთ ღრუბელი, რათა თავიდან აირიდოთ ჯანრმთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

4. კონტაქტური ლინზები
ამ ნივთს, რომელიც უშუალო კონტაქტშია მხედველობის არხის გარსთან, განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება. ყოველდღიურად ჰიგიენის ნორმების დაცვის შემთხვევაშიც კი კონტაქტური ლინზების ზედაპირზე გროვდება მავნე მიკროორგანიზმები, რამაც შეიძლება თვალების დაინფიცირებამდე მიგვიყვანოს.

თუ გსურთ თავიდან აირიდოთ თვალების დაზიანება, გამოცვალეთ ლინზები ყოველ 3 თვეში ერთხელ.

5. პომადა
თითოეული კოსმეტიკური საშუალება ჩვენს სხეულთან რეგულარული კონტაქტის შედეგად იქცევა არაჩვეულებრივ გარემოდ ბაქტერიებისა და მიკრობების გასამრავლებლად. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ სხვადასხვა სახის ინფექციები, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ პროდუქტების ვარგისიანობის ვადას.

6. პუდრა
პომადის მსგავსად ეს კოსმეტიკური პროდუქტი სხეულთან უშუალო კონტაქტის შედეგად ბაქტერიების ბუდედ იქცევა. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ სხვადასხვა სახის ინფექციური დაავადებები, აუცილებლად შეცვალეთ ეს პროდუქტი ყოველ 18 თვეში ერთხელ.

7. ფრჩხილების ლაქი
აუცილებლად შეცვალეთ დეკორატიული ან ჰიგიენური ლაქები ყოველ 1 წელიწადში ერთხელ. ხანგრძლივი დროით ამ პროდუქტის გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს სხვადასხვა სახის ინფექციების განვითრებამდე. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში იზრდება ლაქის ტოქსიკურობა, რაც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

8. თვალის ჩრდილები
აუცილებლად შეცვალეთ ეს კოსმეტიკური პროდუქტი ყოველწლიურად, რათა თავიდან აირიდოთ თვალში ბაქტერიებისა და მავნე მიკროორგანიზმების მოხვედრა.

9. წამწამების ტუში
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს პროდუქტი ხანგრძლივი დროით ინარჩუნებს საჭირო კონსისტენციას წამწამების შესაღებად, აუცილებელია ტუშის შეცვლა ყოველ 3 თვეში ერთხელ, რათა თავიდან აირიდოთ სხვადასხვა სახის ინფექციების განვითარება.


10. ლაინერი
თუ თქვენ გამოიყენებთ ლაინერის თხევად ვარიანტს ფუნჯით, აუცილებლად შეცვალეთ ის ყოველ 3 თვეში ერთხელ, რათა თავიდან აირიდოთ თვალებში ბაქტერიებისა და მავნე მიკოორგანიზმების მოხვედრა.

11. ტეფლონის დაზიანებული ზედაპირი
დაუყონებლივ მოიშორეთ თავიდან სამზარეულოს თითოეული ინვენტარი დაზიანებული ზედაპირით, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ საქმე ტეფლონის ტაფებს ეხება.

გარდა ბაქტერიებისა და მიკროოგანიზმების გამრავლებისა, ტეფლონის დაზიანებული ზედაპირი განაპირობებს საკვებში კანცეროგენების დონის მატებას, რაც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

12. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი
კიდევ ერთი ნივთი, რომელიც ბაქტერიებისა და მავნე მიკროორგანიზმების ბუდეს წარმოადგენს. აუცილებლად შეცვალეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი ყოველთვიურად.

13. სახლის ტანსაცმელი
თითოეულ ადამიანს აქვს საყვარელი, შეუცვლელი, კომფორტული ტანსაცმელი სახლისთვის, რომლის ასაკიც რამდენიმე წელს აღემატება.

თუ თქვენ საყვარელ მაისურს უკვე რამდენიმე წელია რეგულარულად ატარებთ, ისევე, როგორც თეთრეული, ის ბაქტერიების უდიდეს ბუდედ იქცევა. ტანსაცმლის ქსოვილი შეიწოვს ჩვენი ეპითელიუმის ნაწილაკებს, ოფლს, ჭუჭყსა და სიბინძურეს, რომლებიც იმდენად ღრმად ჯდება ქსოვილში, რომ მხოლოდ გარეცხვა არ არის საკმარისი მათ მოსაშორებლად.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩვენ მიერ მოცემული რჩევები, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა მრავალი წლით. იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ინფორმაცია.