ყვითელი წამონაზარდების გაჩენა ქუთუთოებზე - ნერვიულობის საბაბი! არასდროს დააიგნოროთ ისინი...

ყვითელი წამონაზარდების გაჩენა ქუთუთოებზე - ნერვიულობის საბაბი! არასდროს დააიგნოროთ ისინი...
ყვითელი ფერის წამონაზარდები ქუთუთოებზე - პრობლემა, რომელიც იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს. ადრე ვფიქრობდი, რომ ეს წამონაზარდები მხოლოდ კოსმეტიკური სახის პრობლემა იყო, თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა...

თუ თქვენ ან თქვენს მეგობრებს ასეთი წამონაზარდები გაგიჩნდათ, იმოქმედეთ დაუყონებლივ! არ გადადოთ ვიზიტი სპეციალისტთან. თუ რატომ, ამის შესახებ დღეს დეტალურად მოგითხრობთ ''Fpaparazzi''-ის რედაქცია.

ქუთუთოების ქსანთელაზმა

ერთი შეხედვით, ეს წამონაზარდები არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეს მოსაზრება ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს, რადგან თავად ქსანთელაზმები მართლაც არ უქმნის საფრთხეს ჩვენს ჯანმრთელობას, თუმცა პრობლემა ამ წამონაზარდების გაჩენის მიზეზებშია. როგორც წესი, ამ უსიამოვნო მოვლენას ათეროსკლეროზი და გულის სერიოზული დაავადებები განაპირობებს. დიაბეტი, ჰიპერტონია, გაცხიმოვნება, ღვიძლის დაავადებები - ქსანთელაზმების ხშირი თანამგზავრები.

ამ წამონაზარდების გაჩენის მთავარი მიზეზი ორგანიზმში ლიპიდური ცვლის დარღვევაა, რასაც არასწორი კვება, ჭარბი რაოდენობით ცხოველური ცხიმების მიღება და სისხლში შაქრის მაღალი დონე განაპირობებს.

არავითარ შემთხვევაში ცადოთ ქსანთელაზმების მოშორება დამოუკიდებლად. მიანდეთ ეს საქმე პროფესიონალს!

ქსანთელაზმების მოშორება შესაძლებელია ელექტროკოაგულაციისა და ლაზერის დახმარებით. საკმაოდ ხშირად ექიმები ამ პრობლემის გადასაჭრელად ქირურგიულ ჩარევასაც მიმართავენ. გახსოვდეთ, თავად წამონაზარდები არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, აუცილებელია მივაგნოთ მათი გაჩენის მიზეზს. სწორედ ამიტომ, ამ წამონაზარდების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზის ჩაბარება და იმის დადგენა, თუ რითია განპირობებული ეს უსიამოვნო მოვლენა.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, მნიშვნელოვანია კვების რაციონიდან ცხიმიანი საკვების გამორიცხვა. ჯანსაღი კვება - ყველაზე და ყველაფერზ მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის.