როგორ გავუმკლავდეთ ხელისა და ფეხის კანის მოდუნებას.
კანი ხელ-ფეხზე, როგორც წესი, ასაკის, წონაში სრაფად დაკლებისა და არასწორი კვების ბრალია . თქვენ კუნთებს ტონუსს ფიზიკური ვარჯიში დაუბრუნებს.
მართალია, კანი, უფრო ხშირად, 30 წლიდან დუნდება, მაგრამ არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც მის ნაადრევ დაბერებას იწვევს. ტონუსს, პირველ ყოვლისა, ხელ-ფეხის, ყელის, ქუთუთოებისა და ტუჩის კუნთები კარგავს. ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ დაუბრუნოთ კანს სიმკვრივე.
თქვენი კანი დუნდება, თუ ის საკმარისად არ მოძრაობს და ფიზიკურად არ ავარჯიშებთ. მოძრაობა და ვარჯიში კუნთებს ამკვრივებს და მოდუნების საშუალებას არ აძლევს. მოდუნება შეიძლება მხოლოდ ეპიდერმისის ზედა ფენას შეეხოს, მაგრამ ეს გაცილებით იოლად იკურნება საგანგებო, სარეალიბიტაციო ვარჯიშით. რა თქმა უნდა, მოდუნებული კანის გამკვრივება ძალიან ძნელი პროცესია და ამისთვის მოძრაობა, რომელსაც ვაკეთებთ, საკმარისი არ არის. აი, კიდევ, რამდენიმე რჩევა:
ვარჯიში ხელის კუნთების გასამკვრივლებლად.
ხელის კანის გამკვრივება ფიზიკური ვარჯიშით შეიძლება. შენ შეგიძლია შინაც ივარჯიშო და მწვრთნელისთვის და სპორტ-დარბაზის აბონიმენტისთვის ფული არ გადაიხადო.
ვარჯიში ფეხი კუნთების გასამაგრებლად
ასეთი ვარჯიში ხელს უწყობს, აგრეთვე, წონაში დაკლებას, ამაგრებს ხელისა და ზოგადად, ტანის კუნთებს. სასარგებლოა ველოსიპედით სიარული, მთების დალაშქვრა, კიბეზე ფეხით ასვლა, სახტუნაოთი ხტუნვა და სირბილი. დაუთმე ამას ერთი საათი კვირაში ოთხჯერ და კუნთები გაგიმაგრდება.
გარდა ამისა, ფეხისა და თეძოს კუნთების გასამაგრებლად კარგია, როცა ერთმანეთს ზურგით მიეყრდნობით, მუხლებს განზე გასწევთ და ჩაჯდებით და ადგებით. მოხარე და გაშალე მუხლები. დაიჭირე გირები და ჯერ წინ გასწიე, მერე ისევ გამოსწიე. შეასრულე ეს სავარჯიშოები ოთხ-ოთხჯერ და გაიმეორე მოძრაობა თორმეტ-თორმეტჯერ.

- ნუ დაიცავთ ძალიან მკაცრ დიეტას, რადგან ასეთი რაციონი კანს ართმევს მისთვის აუცილებელ ცხიმის ფენას.
- დიდხანს ნუ იქნები მზის გულზე, რადგან თავისუფალი რადიკალები ასუსტებს დერმის ბოჭკოებს.
- ნუ მოსწევ
- დაიცავი ჯანსაღი დიეტა, ნუ მიიღებ ცხიმიან საკვებს და ჭამე, რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული
- მისდიე აერობულ ვარჯიშებს, სულ ცოტა, კვირაში სამჯერ და დაუთმე ამას თუნდაც ერთი საათი; დაუმატე ამას, კვირაში ორჯერ, ცურვა, ლაშქრობა, ველოსიპედით ან ფეხით სიარული.
- სვი ბევრი წყალი. ეს ხელ-ფეხზე კანის მოდუნების აცილების საუკეთესო საშუალებაა.
- გამოიღე რბილობი ალოე ვერას ერთი ფოთლიდან, წრიული მოძრაობით, ფრთხილად დაიზილე პრობლემური ადგილი და გაიმეორე ეს კვირაში ერთხელ მაინც, სანამ არ იგრძნობ, რომ კანი მკვეთრად მოიჭიმა.
- გაფრცქვენი და გასრისე ორი ლეღვი, დაუმატე ლიმონის წვენი, კარგად აურიე და ერთგვაროვან მასას რომ მიიღებ, ძილის წინ, წაისვი იქ, სადაც კანი განსაკუთრებით არის მოდუნებული, გაიჩერე 20 წთ. და ჩამოიბანე ცივი წყლით.
- ერთი სუფრის კოვზი თაფლი გაქენი ერთი კვერცხის ცილაში, წაისვი წრიული მოძრაობით ხელ-ფეხზე და 20 წუთის შემდეგ, ჩამოიბანე ცივი წყლით.
- დაასხი ნახევარ ჭიქა ვაშლის წვენს ნახევარი ჭიქა ნესვის წვენი, წაისვი და დაიზილე ხელ-ფეხი მსუბუქად, ის ადგილები კი, სადაც კანი უფრო მოდუნებულია, უფრო მაგრად. თუ გინდა, რომ კარგი შედეგი მიიღო, გაიმეორე ეს პროცედურა კვირაში ორჯერ.
- დაჭერი ნესვი წვრილად, ჩაყარე ბლენდერში, დაასხი ნახევარი ჭიქა წყალი, დაუმატე ლიმონის წვენი და ათქვიფე. მიღებულ სითხეში დაასველე მარლის ნაჭერი და დაიფინე ხელის იმ ადგილებზე, რომლებიც უფრო დაზიანებულია.
- დანაყე 2 სუფრის კოვზი სელის თესლი, დაასხი 4 სუფრის კოვზი ცხელი წყალი და მანამ ურიე, სანამ ფაფასავით არ გახდება. დაუმატე ამას 2 წვეთი კვიპაროსის ეთერული ზეთი, წაუსვი ნაჭერს და დაიფინე დაზიანებულ ადგილებზე. გაიმეორე კვირაში ორჯერ.
- გამხმარი წყალმცენარეების ბღუჯას დაასხი ცხელი წყალი და გააჩერე სამი საათი. მიღებული მასა წაისვი კანზე მსუბუქი, წრიული მოძრაობით და გააძლიერე დაწოლა იმ მონაკვეთებზე, რომლებიც სხვაზე მეტად არის დაზიანებული.
ვარჯიში ხელის კუნთების გასამკვრივლებლად.
ხელის კანის გამკვრივება ფიზიკური ვარჯიშით შეიძლება. შენ შეგიძლია შინაც ივარჯიშო და მწვრთნელისთვის და სპორტ-დარბაზის აბონიმენტისთვის ფული არ გადაიხადო.
- გაავსე და დაამძიმე ცარიელი ბოთლი წყლით, კენჭებით, ქვიშით ან იმით, რაც ხელთა გაქვს. შეგიძლია გამოიყენო გირიც. დადექი, განზე გადგი ფეხები. მარცხენა ხელით აიღე სიმძიმე , ასწიე თავის სიმაღლეზე, მოხარე ხელი ისე, რომ მარჯვენა ხელს მისწვდე. ცალი ხელით ასწიე და დასწიე სიმძიმე, მეორე ხელი კი კეფაზე გქონდეს მიჭერილი. გაიმეორე ეს ათჯერ, მერე მხრები აიყარე, ოღონდ ისე, რომ თავს ნუ შეახებ. ამის მერე, შეცვალე ხელი და ეს ვარჯიში თითო ხელისთვის, ორ-ორჯერ გაიმეორე.
- დადექი, ფეხები მხრების სიგანეზე გადგი, აიღე გაბერილი ბუშტი და მარჯვენა ხელით ფეხის გარეთა ნაწილს დააჭირე. გაიმეორე ეს ათჯერ. შეცვალე ხელი.