როგორ გადავიჭიმოთ კისრის კანი, მოვიშოროთ ნაოჭები და მუქი ფერის ლაქები. ეფექტურია!

როგორ გადავიჭიმოთ კისრის კანი, მოვიშოროთ ნაოჭები და მუქი ფერის ლაქები. ეფექტურია!
სახის კანის მოვლასთან ერთად აუცილებელია რეგულარულად კისრის კანზე ზრუნვაც, რადგან ასაკის მატებასთან ერთად ეს ზონა საგრძნობლად ზიანდება: კანი დუნდება, ჩნდება ასაკობრივი, პიგმენტური ლაქები, ნაოჭები და ა.შ.

საბედნიეროდ, არსებობს ნატურალური საშუალება, რომელიც გადაგიჭიმავთ კისრის კანს, შესძენს მას ელასტიურობას და დაგეხმარებათ მუქი ფერის ლაქების მოშორებაში. გამოიყენეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ და მიღებული შედეგებით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.

კისრის კანის მოვლა

ინგრედიენტები:
  • 2 ჩ.კ კურკუმის ფხვნილი;
  • 3/4 ჭიქა შაქარი;
  • 3-4 წვეთი ჩაის ხის ან ლავანდის ეთერზეთი;
  • 1/3 ჭიქა მცენარეული ზეთი;
  • 1 მწიკვი ვანილი;
  • კეფირი;

მომზადება და გამოყენება:

  1. შეურიეთ თითოეული ინგრედიენტი ერთმანეთში. შეგიძლიათ ამ რეცეპტიდან შაქრის გამორიცხვაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კანი ზედმეტად დაზიანებულია, ამ პროდუქტის გამოყენება მიზანშეწონილია.
  2. მიღებული პასტა წაისვით კისერზე და გაიჩერეთ 20 წუთით.
  3. ჩამოიბანეთ ნიღაბი ნელი წრიული მოძრაობებით.
  4. სუფთა, მშრალ სახეზე წაისვით კეფირი, რადგან კურკუმის გამოყენების შემდეგ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს კანის მსუბუქ შეწითლებას. კეფირი გაგითეთრებთ და დაგიტენიანებთ კანს.

გისურვებთ ჯანმრთელობას! იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც და არ დაგავიწყდეთ მათთვის ამ ინფორმაციის გაზიარება.