მოგიდუნდათ ლოყების კანი? გადაჭერით ეს არაესთეტიკური პრობლემა სწრაფად და მარტივად!
რა თქმა უნდა, გარეგნობა და სახის მოხაზულობა მემკვიდრეობით გადმოგვეცემა, მაგრამ ჯანსაღი საკვები და პირისკანის სწორი მოვლა კუნთებს გამოაცოცხლებს და თქვენი ლოყები ძველებურად მკვრივი და სრიალა გახდება. შეამჩნიეთ, რომ ლოყები ჩამოგეკიდათ და კანი მოგიდუნდათ? ნუ აღელდებით, საბედნიეროდ არის ბევრი ბუნებრივი და იაფი საშუალება, რომელიც კანს გამოგიცოცხლებთ და თქვენს სახეს ახალგაზრდობასა და ძველებურ მოხაზულობას დაუბრუნებს! სცადეთ, გარწმუნებთ შედეგით კმაყოფილი იქნებით!
როგორ დავუბრუნოთ პირისკანს სიმკვრივე და ძველებური მოხაზულობა.
დრო ულმობელია და რა თქმა უნდა, თქვენს გარეგნობას თავის დაღს ასვამს. ეს ბუნებრივი მოვლენაა და ღირსეულად უნდა მივიღოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავის მოვლაზე ხელი ავიღოთ. არის კოსმეტიკური საშუალება, რომელსაც შეუძლია არათუ შეანელოს დაბერების პროცესი, არამედ წაშალოს მისი კვალი და რომელიც სხვათა შორის, სულ იოლად შეგიძლიათ თვითონ დაამზადოთ.
ოღონდ ნუ წარმოიდგენთ, რომ ამის შემდეგ, ისე გაახალგაზრდავდებით, რეალური 50 წლის ნაცვლად, ოცი წლისას დაემსგავსებით. თუმცა კი, ის, რომ გაცილებით მიმზიდველი გახდებით და თქვენი გამოსახულება სარკეში ისევ მოგეწონებათ, ეს ფაქტია!
მემკვიდრეობით გადმოცემული მიდრეკილება, წონის მკვეთრი ცვალებადობა, ცხოვრების წესი და კვება განაპირობებს თქვენი ლოყების სიმკვრივეს, სახის ფორმას, რამდენად მოდუნებული და გაწელილია პირისკანი, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთაა და შეგვიძლია, სხვადასხვა მარტივი, შინაური საშუალებით, დროის კვალი გავაფერმკთალოთ. მოკლედ, დაიმახსოვრეთ:
მაგრამ ამ ყველაფერს თავიდან ავიცილებთ, თუ ჯანსაღ საკვებს შევჭამთ და ორგანიზმს ნატურალური წვენებით (მაგალითად, გრეიფრუტით, ფორთოხლით, მარწყვითა და ა. შ.) გავიწმენდთ.
გარდა ამისა, თავი უნდა შევიკავოთ ტბილეულის ჭამისგან (თუნდაც ეს ძალიან გაგიჭირდეთ). გარწმუნებთ, რომ განზე გადადებთ თუ არა კანფეტებსა და პურ-ფუნთუშეულს, ამას, პირველ ყოვლისა, თქვენი კანი იგრძნობს. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი უფრო მეტი ბოსტნეულის სალათით, ნიგვზით, თხილეულითა და მცენარეული ცილებით, რადგან ამჯერად ჩვენი მიზანია, დავუბრუნოთ ლოყებს ძველებური სიმკვრივე.
როდესაც წონაში დავიკლებთ და გავხდებით, კანი, ბუნებრივია, ქვემოთ ჩამოდის, ამიტომ მხოლოდ ტანის კუნთებზე კი არა, სახის კუნთებზეც უნდა ვიზრუნოთ, რათა გავაძლიეროთ და გავამკვრივოთ (ამისთვის კი ცილაა საჭირო). არ დაგავიწყდეთ საკმარისი სითხის მიღებაც, ესეც უეჭველი შემადგენელი ნაწილია, რადგან ის ორგანიზმიდან ლექსა და ტოქსინებს გამოდევნის და ხელს უწყობს ყველა შინაგანი ორგანოს მუშაობას.
მოკლედ, ჩამოკიდებული ლოყები განაჩენი არ არის, მის გასაუქმებლად საჭიროა მხოლოდ ცოტაოდენი გარჯა და ჩვენი რჩევის გათვალისწინება, რომლის შესრულებაც ძნელი არ არის. გარწმუნებთ, მართალა ღირს, სცადეთ უეჭველად!

- სახის ვარჯიში[/b]
შეგვიძლია სახესაც, უფრო სწორად, ლოყებსაც, ზუსტად ისე მოვექცეთ, როგორც მუცლის პრესსა და საჯდომის კუნთებს. ლოყაც კუნთებისგან შედგება და მაშასადამე, მისი გამკვრივებაც შეიძლება. ყველაზე ეფექტური საშუალებაც სწორედ ეს არის, მაგრამ საკითხავია, რა სახის ვარჯიშია ამისთვის საჭირო და როგორ უნდა შევასრულოთ? ყველაფერი მარტივად ხდება: დადექით სარკის წინ, სატირულად გაიღრიჭეთ და ასე გაჩერდით დაახლოებით 10 წამი, მერე დაასვენეთ კუნთები და იგივე ვარჯიში კიდევ 5-ჯერ გაიმეორეთ. ამის მერე, ჩაისუნთქეთ და ლოყები ისე გამობერეთ, თითქოს ბუშტსა ბერავდეთ და ასეთ მდგომარეობაში ისევ 10 წამი გაჩერდით, მერე ჰაერი გამოუშვით და ეს პროცედურა ისევ ხუთჯერ გაიმეორეთ. ბოლოს, ორივე ხელით გაიკეთეთ წრიული მასაჟი ჯერ ღაწვებამდე, მერე კი ჩამოინაცვლეთცოტა ქვემოთ, ლოყის შუამდე, ისე, რომ კბილები შეიგრძნოთ. როგორც ხედავთ, ძნელი არაფერია. სასურველია, სახის ასეთი ვარჯიში დღეში ორჯერ შეასრულოთ. - სახის ნიღაბი ავოკადოთი და თაფლით
ეს საკმაოდ ცნობილი შინაური ნიღაბია და მისი გაკეთება ძალიან იოლია. ავოკადო შესანიშნავად ატენიანებს კანს, ღრმად აღწევს მასში, კვებავს კუნთებს, ანიჭებს მათ სიმკვრივეს და ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას. აიღეთ ნახევარი მწიფე ავოკადო და ორი კოვზი თაფლი, კარგად აზილეთ ერთმანეთში, წაისვით ლოყებზე და გაიჩერეთ 15 წუთი. ამის შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და სულ ეს არის. უმჯობესია, თუ ამ პროცედურას ძილის წინ ჩაიტარებთ. - იოგურტისა და ალოე ვერას ნიღაბი
ამ ნიღაბს ბევრი ქალი იკეთებს, ნატურალური იოგურტისა და ალოე ვერას ნარევი შესანიშნავად ამკვრივებს კანს. დაიწყეთ დილა ამ ნიღბით. მის მოსამზადებლად აიღეთ 4 სუფრის კოვზი იოგურტი და ორი სუფრის კოვზი ალოეს რბილობიდან გამოწურული წვენი. ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებდეთ. წაისვით სახეზე ფუნჯით და 20 წუთს გაიჩერეთ. როგორც ხედავთ, ყველაფერი ძალიან იოლია. 20 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით და შედეგს მაშინვე დაინახავთ _ კანი უფრო ხავერდოვანი და სრიალაა. თუ ამ ნიღაბს ყოველდღე გაიკეთებთ, ძალიან მალე შეამჩნევთ, რომ თქვენი ლოყების ფორმა გაუმჯობესდა. - სწორი კვება
ჩვენ ისეთები ვართ, როგორც ვიკვებებით. ჩვენი კვება პირდაპირ აისახება ჩვენს გარეგნობაზე. ნუ დაივიწყებთ, რომ ორგანიზმში სითხის შეკავება იწვევს ლოყების შესიებას, ხოლო თუ ეს მდგომარეობა ძალიან გაჭიანურდა, ეს ალბათ აისახება კიდეც მეტაბოლიზმზე და კანზე, რომელიც მოგვიდუნდება და ჩამოგვეკიდება.