როგორ გადავიჭიმოთ კანი და დავუბრუნოთ მას სიმკვრივე? რჩევები + რეცეპტი
თუ ოცნებობთ სწორ და ლამაზ მუცელზე - ამაში ეს სტატია დაგესმარებათ.
ხშირად ქალბატონები განიცდიან წონაში მატებას და კლებას. ან სულაც მშობიარობის შემდგომ ეტაპზე ცდილობენ ძველი წონის დაბრუნებას... ამ დროს სხეულის ზედაპირზე კანი იჭიმება და ეშვება, არ აქვს ერთგვარი ზედაპირი და კარგავს ტონუსს. შეეცადეთ მოშვებულ კანს დაუბრუნოთ ელასტიურობა და სიმკვრივე შემდეგნაირად:
ფიზიკური ვარჯიშები - ერთ-ერთი მთავარი საშუალება მოშვებული კანის გამკვრივებისათვის. სულ რაღაც 8 წუთს უთმობთ მუცლლის პრესებს, რათა ფორმაში ჩადგეთ. კონტრასტული დუში ეფექტურად მოქმედებს კანის ტონუსზე. მიიღეთ ყავის ან მარილის სკრაბის შემდეგ და გაიწმინდეთ მუცელი უხეში ჯაგრისით. პილინგის პროცესში კანის ზედაპირს ცილდება მკვდარი უჯრედები, კანს სისხლი უკეთესად მიეწოდება და უფრო გლუვი ხდება.
დუშის შემდეგ სარგებლობთ საცხებით, რადგანაც კანის კვება აუცილებელია. უმჯობესია წაისვათ რეგენერაციისათვის განკუთვნილი საცხები რომელიც ასევე ჭიმავს და აგლუვებს.
მინის ქილაში ათავსებთ 4 სუფრის კოვზ საბავშვო კრემს (რუსული დეტსკი კრემი), ამატებთ 5 კაფსულა ვიტამინ Е; 5კაფსულა ვიტამინს А; დაუმატებთ მცენარეულ ექსტრატებს (წყალმცენარეების, მწვანე ჩაის, ანანასის, კაკაოს -რაზეც კი ხელი მიგიწვდებათ), 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ცხიმს (ხორბალი, გარგარი, ჟოჟოვა), 6-7 წვეთი ფორთოხლის ზეთს, ურევთ ერთმანეთში და შეიზელთ კანზე.
კრემის გამოყენებისას მასაჟიც სასურველი იქნება. სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს და კუნთენს მოიყვანს ტონისში. კანი გახდება ელასტიური და მკვრივი. მასაჟის გაკეთება ასევე კარგია არომატული ზეთებით. ამ პროცედურის ჩატარება უმჯობესია საღამოს საათებში დუშის მიღების შემდეგ.
აბანოც კარგად მოქმედებს კანის გამკვრიბაზე, კანში ჟანგბადის შეღწევის უნარიანობას აუმჯობესებს, რაც სიგლუვეს, ელასტიურობას და სიმკვრივეს მატებს. კარგია თუ ქისას გამოიყენებთ მუცლის ზონებში.
ვიდეო რგოლზე შეგიძლიათ ნახოთ ნიღბის მომზადების წესი, რომელიც კიდევ უფრო გაგალამაზებთ. მისდიეთ რჩევებს და იყავით ჯანმრთელნი.
თუ ამ პროცედურებს კომპლექსურად ჩაიტარებთ უკეთესი იქნება შედეგიც. გახსოვდეთ რომ ფიზიკური დატვირთვა და მომზადებული საცხით მასაჟი ყველაზე აუცილებელი რამაა მუცლის ჩვეულ ფორმაში ჩასაყენებლად..