ბანანისა და ქოქოსის მობრაწულა

ბანანისა და ქოქოსის მობრაწულა
fpaparazzi მათ ვისაც ტკბილეული გიყვართ და თან გარეგნობაზეც ზრუნავთ, გემრიელი მობრაწულას რეცეპტს გთავაზობთ. 100გ პროდუქტი მხოლოდ 138,13 კკ-იას შეიცავს.

საჭირო მასალა:
  • 800 გ უცხიმო ხაჭო
  • 3 ბანანი
  • 4 კვერცხი
  • 2,5 ს.კ ქოქოსის ფანტელი
  • 5 ს.კ მანის ბურღული
  • თაფლი 3ს.კ


მომზადების წესი:
  1. ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ.
  2. ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე.
  3. შედგით მობრაწულა.
  4. 20 წუთის შემდეგ ღუმელს ჩაუწიეთ 175 გრადუსამდე და მობრაწულა დატოვეთ კიდევ რამდენიმე წუთი.


გემრიელად მიირთვით!