სალათა ქათმის ფილეთი და გრეიპფრუტით

სალათა ქათმის ფილეთი და გრეიპფრუტით
100 გ პროდუქტი შეიცავს 99,74 კკ-იას. fpaparazzi დაბალკალორიულ, სასარგებლო და ძალიან გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • გრეიპფრუტი- 1 ცალი
  • ქათმის ფილე- 150გ
  • სალათის ფოთლები- 100გ
  • თხილი ქეშიუ- 30გ
  • პარმეზანი ან ნებისმიერი მაგარი ყველი- 50გ
  • მარილი- ¼ ჩ.კ
  • ზეითუნის ზეთი- 1ს.კ


მომზადების წესი:
1. ქათმის ფილე შეწვით და დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად.
2. გრეიპფრუტი გარეცხეთ და ლებნებად დახლიჩეთ
3. სალათის ფურცლები დაჭერით, ყველი კი გახეხეთ
4. ერთმანეთში აურიეთ ქათმის ფილე, სალათის ფურცლები, გრეიპფრუტი, თხილი ქეშიუ, ყველი, ზეითუნის ზეთი და მარილი.
გემრიელად მიირთვით