ვარჯიში + რეცეპტი, კისრის ოსტეოქონდროზის დროს.
კისრის ოსტეოქონდროზი – არის ხერხემლის კისრის ნაწილის მალთაშუა დისკის დეგენერაციულ-დისტროფიული დაზიანება. ის არის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც თანდათან უფრო ახალგაზრდავდება (25-40წ.); არის თავის ტკივილის მიზეზი 30%-ში. შორსწასულ შემთხვევებში დაავადებას მივყავართ მალთაშუა დისკების პროტრუზიამდე ან თიაქრამდე.
კისერზე ტკივილისას და სხვა უარყოფითი შეგრძნებების დროს გამოიყენეთ ვაშლის ძმარი.
- ყოველ დილით არანაკლებ 10 - ჯერ მოაბრუნეთ თავი მარცხნივ, მარჯვნივ, ზევით და ქვევით.
- დახარეთ თავი ძირს მკერდისკენ. ხელები დაიდევით კეფაზე და დააწექით ქვევით, იმავდროულად სცადეთ თავის აწევა ზევით.
- თავის ბრუნვით ჰაერში ცხვირით დაწერეთ ალფავიტის 10 ასო. წვიმიან და ქარიან ამინდში ყელზე შემოიხვიეთ კაშნე. წამოწოლილ მდგომარეობაში არ იკითხოთ და არ უყუროთ ტელევიზორს.
- იარეთ აწეული თავით და გაშლილი მხრებით. დილით კისერზე გადაივლეთ გრილი წყალი, იცურავეთ აუზში.
მუშაობისას თავი არ დახაროთ. - იძინეთ დაბალ ბალიშზე და საშუალო სიმაგრის ლეიბზე. რომელიც შეხების ადგილებზე მიიღებს ადამიანის სხეულის ფორმას.
კისერზე ტკივილისას და სხვა უარყოფითი შეგრძნებების დროს გამოიყენეთ ვაშლის ძმარი.
- ემალირებულ ჭურჭელში შეათბეთ ვაშლის ძმარი ( შინ დამზადებული ). ქსოვილის ნაჭერი დაასველეთ ამ ძმარში, ოდნავ გაწურეთ, დაიდევით კისერზე. შემოიხვიეთ ჯერ ცელოფნის ნაჭერი, შემდეგ თბილი ქსოვილი. ასეთი კომპრესი გაიჩერეთ 20 წუთი. რამდენიმე საათის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ, ერთი კვირის მანძილზე.
შედეგების განმტკიცებისთვის აიღეთ ქსოვილის ნაჭერი, დაასველეთ შავი ბოლოკის წვენით და დაიდევით კისერზე. შემოიხვიეთ ცელოფანი. კომპრესი არ მოიხსნათ, სანამ წვას არ იგრძნობთ.