შოკმანჟე - დესერტი ჭიქებში
fpaparazzi შოკოლადის და ზოგადად დესერტების მოყვარულებს მარტივი და უგემრიელესი შოკმანჟის რეცეპტს წარმოგიდგენთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
1. გავადნოთ შოკოლადი კარაქთან ერთად, ჩავუმატოთ კონიაკი და წამოდუღებისთანავე გამოვრთოთ.
2. 5 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ სანამ ღრუბელივით მასას არ მივიღებთ, ნელ-ნელა ჩავაყაროთ 50 გრ შაქარი.
3. 5 კვერცხის გული ამოვიყვანოთ კარგად 50 გრ შაქართან ერთად, ჩავაყაროთ კაკაო, ვანილი. შევურიოთ გამდნარ შოკოლადს, შემდეგ კი ამოყვანილ კვერცხის ცილას.
4. გაანაწილეთ ჭიქებში, მოასხით ზემოდან ნაღები, მოაყარეთ დაჭრილი თხილი ან ნიგოზი და შედგით საყინულეში.
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- კვერცხი 5 ცალი
- შაქარი 100 გრ
- კარაქი 100 გრ
- შოკოლადი 100 გრ
- კაკაო 3 სკ
- კონიაკი 2 სკ
- თხილი 200 გრ
- ვანილი 1 შეკვრა