აი, როგორ შველოდა დიდი ექიმი ყურის ტკივილით შეწუხებულ პაციენტებს.
ხალხური მედიცინის მოყვარული ვარ და როცა ერთ ძველ სამკურნალო წიგნში ავიცენასეულ რეცეპტებს წავაწყდი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
ყურის ტკივილი ჩვენი საგვარეულო სენია, ამიტომ განსაკუთრებით მისი დასაამებელი საშუალებებით დავინტერესდი. ვფიქრობ, არც თქვენი ჟურნალის მკითხველისთვის უნდა იყოს ინტერესმოკლებული, როგორ შველოდა დიდი ექიმი ყურის ტკივილით შეწუხებულ პაციენტებს.

- ყური აგტკივდებათ თუ არა, უნდა გამოსწუროთ ხახვის წვენი, დაუმატოთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, დაასველოთ მასში ბამბა და ყურში ჩაიდოთ. ტკივილს აცხრობს ნუშის ზეთის ჩაწვეთებაც.
- 10 გრამ დინდგელის დაასხით 90 მლ 70%-იანი სპირტი და 10 დღით დადგით სითბოში. ურიეთ დღეში ორჯერ. მიღებული ხსნარი ჩაიწვეთეთ ყურში დღეში 3-4-ჯერ.
- თუ ყურის ტკივილს თან ახლავს ჩირქოვანი გამონადენიც, აიღეთ თანაბარი ოდენობის კაკლის ფოთოლი და მრავალძარღვა, კარგად დანაყეთ, გამოწურეთ წვენი, შეათბეთ და ორივე ყურში ჩაიწვეთეთ.
- ნივრის გარჩეული კბილი მტკივან ყურში ჩაიდეთ და იქამდე გაიჩერეთ, ვიდრე მსუბუქ წვას არ იგრძნობთ.
- თუ 2 თვის განმავლობაში ყოველდღიურად გაღეჭავთ ლიმონის ქერქს, სმენა გაგიუმჯობესდებათ.
- გააცხელეთ ძმარი და მტკივანი ყური მის ორთქლზე გააჩერეთ. ძმრის ცხელი ორთქლი რამდენიმე წუთში მოხსნის საცობს და სმენაც აღდგება, ასევე, აქრობს ყურში ხმაურს და შუილს.