ვისაც თირკმლის მძიმე დაავადება აქვს, შეუძლია ტყის ვაშლის ნაყენით იმკურნალოს!
დედაჩემს ახალგაზრდობაში თირკმელების ძალიან მძიმე დაავადება ჰქონდა. სულ უფრთხილდებოდა თავს, - ცდილობდა, არ გაცივებულიყო, ისეთი არაფერი ეჭამა და გაეკეთებინა, რაც თირკმელს ავნებდა. დედა ახლა 72 წლისაა, თავს მშვენივრად გრძნობს . ამას კი ტყის ვაშლს ( მაჟალოს ) უმადლის. მამაჩემი ყოველ შემოდგომაზე კრეფს მაჟალოს, დედა მას ცოცხლადაც იყენებს, ჩირსაც აკეთებს და ხილფაფასაც.
მომზადების და გამოყენების წესი:
წვრილად დაჭრილი მაჟალოთი გაავსეთ ნახევარლიტრიანი ქილა. შემდეგ ვაშლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 2 ლ წყალი და უშაქროდ მოხარშეთ. სასურველია, კარგად ჩაიხარშოს - ნახარშს მკვეთრი გემო უნდა ჰქონდეს. სვით თითო ჭიქა ნახარში 3 - ჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში. შემდგომში კი თითო ჭიქა 1 - 2 - ჯერ დღეში, ექვსი თვე.
ვისაც თირკმლის მძიმე დაავადება აქვს, შეუძლია ექიმის დანიშნულებაც შეასრულოს და ვაშლითაც იმკურნალოს.
ექიმის კომენტარი:
პექტინური ნივთირებების წყალობით, ტყის ვაშლის ნაყენი ხელს უწყობს ორგანიზმიდან შხამებისა და ქოლესტერინის გამოდევნას. დადგენილია, რომ ვაშლის წვენი ხოცავს დიზენტერიის გამომწვევ მიკრობებს. ახალგახეხილი ვაშლი აწესრიგებს კუჭის მოქმედებას, შეკრულობისას გამოაქვს ორგანიზმიდან მარილები, განსაკუთრებით ოქსალატები. სასარგებლოა სიმსუქნის, ჰიპერტონიის, ათროსკლეროზის, ანემიის, პოდაგრის, შარდკენჭოვანი დაავადების, ქრონიკული რევმატიზმის სამკურნალოდ.