ჰიგინეური პომადა გაცილებით მეტია, ვიდრე ტუჩების მოსავლელი საშუალება! №3 ჩემი ფავორიტია.

ჰიგინეური პომადა გაცილებით მეტია, ვიდრე ტუჩების მოსავლელი საშუალება! №3 ჩემი ფავორიტია.
ჰიგიენური პომადა - კოსმეტიკური პროდუქტი, რომელსაც ტუჩების მოსავლელად ვიყენებთ. სინამდვილეში, ამ უნიკალური პროდუქტის გამოყენების სპექტრი გაცილებით ფართოა, ვიდრე ჩვენ გვგონია, რაშიც ''Fpaparazzi''-ის რედაქცია დაგარწმუნებთ.

ჰიგიენური პომადის გამოყენების 11 ალტერნატიული გზა

ჰიგინეური პომადა გაცილებით მეტია, ვიდრე ტუჩების მოსავლელი საშუალება! №3 ჩემი ფავორიტია.

  1. ახალი ფეხსაცმლის შეძენა - ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო მომენტი ადამიანების, განსაკუთრებით კი ქალბატონების ცხოვრებაში. თუ ახალი ფეხსაცმელი ზედმეტად უხეშია და ამის გამო ხშირად გიჩნდებათ კოჟრები, ისარგებლეთ ჰიგიენური პომადით. დაიმუშავეთ ამ პროდუქტით ფეხის პრობლემური ნაწილები და თქვენ საიმედოდ დაცული იქნებით დისკომფორტისგან.

  2. თუ ბეჭედს თითიდან ვერ იხსნით და ხელთ არ მოგეპოვებათ მცენარეული ზეთი, ისარგებლოთ ჰიგიენური პომადით.

  3. ცხვირზე კანი გექერცლებათ? წაისვით ჰიგიენური პომადა თხელ ფენად. ეს პროდუქტი გაცილებით უკეთ ატენიანებს ჩვენს კანს, ვიდრე უამრავი სპეციალური კრემი.



  4. მცირე ზომის ჭრილობები შეგიძლიათ დაიმუშავოთ ჰიგიენური პომადით, თუ სპეციალური მედიკამენტური საშუალება არ მოგეპოვებათ. ასე თქვენ დაცულები იქნებით ჭრილობაში ინფექციის მოხვედრისგან.

  5. ჰიგიენური პომადა - არაჩვეულებრივი საშუალება თქვენი წარბებისთვის. გარდა ფიქსაციისა, ჰიგიენური პომადა მიანიჭებს თქვენს წარბებს მოვლილ იერს და დააჩქარებს მათი ზრდის პროცესს.



  6. ჰიგიენური პომადა არაჩვეულებრივი საშუალებაა ნუნების მოსავლელად.

  7. დამუხტული თმა - უამრავი ადამიანის პრობლემა, რომელიც განსაკუთრებული სიხშირით ზამთარში გვაწუხებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად წაისვით მცირეოდენი ჰიგიენური პომადა ხელის გულებზე და გადაისვით მთელ თმაზე.



  8. ჰიგიენური პომადა შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოლოჭამიების პროფილაქტიკისთვის.

  9. თუ ელვა გაიჭედა, გადაუსვით მას მცირეოდენი ჰიგიენური პომადა. პრობლემა გადაჭრილია!

  10. თუ თქვენ საყურე დიდი ხანია არ გაგიკეთებიათ და ახლა ეს გიჭირთ, დაიმუშავეთ ყურის ბიბილო ჰიგიენური პომადით.

  11. ტუშის ლაქები მარტივად შეგიძლიათ მოიშოროთ კანიდან ბამბის ჩხირისა და ჰიგიენური პომადის გამოყენებით.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული რჩევები? მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს.