ქოქოსის ზეთის 10 უნიკალური თვისება, რომელიც სილამაზის მოპოვებაში დაგეხმარებათ!
ალბათ შეამჩნიეთ, რომ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ქოქოსის ზეთი. ნამდვილად რთულია იპოვო საშუალება, რომლის გამოყენების სპექტრიც ქოქოსის ზეთივით ფართოა. ''Fpaparazzi''_ის რედაქცია გთავაზობთ 10 მიზეზს, თუ რატომ უნდა გიყვარდეთ ეს უნიკალური საშუალება...
ქოქოსის ზეთი - ყველაზე სუფთა ზეთი მსოფლიოში, რომელიც შედგება სპეციფიური ცხიმოვანი მჟავებისგან. ამ პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში.
დაბალი ტემპერატურის დროს ქოქოსის ზეთი მყარდება, ხოლო მის თხევად მდგომარეობაში დასაბრუნებლად, საჭიროა მოათავსოთ იგი თბილი წყლით სავსე ჭურჭელში. პროდუქტის სასარგებლო თვისებები უცვლელი დარჩება.
ქოქოსის ზეთი სილამაზისთვის
1. დამატენიანებელი ლოსიონი.
ყოველ საღამოს კანის გასაწმენდი პროცედურების დასრულების შემდეგ დაასველეთ ბამბა ქოქოსის ზეთში და გაიკეთეთ ნაზი მასაჟი სახის კანზე. შეეცადეთ, რომ არ გადაიჭიმოთ კანი მასაჟის კეთების დროს. ერთი საათის შემდეგ ჩამოიწმინდეთ სახე ქაღალდის ხელსახოცით.
2. სახის გამწენდი ნიღაბი.
აურიეთ ერთმანეთში 1 ს.კ ქოქოსის ზეთი და 1 ს.კ თაფლი (დარწმუნდით, რომ არ გაქვთ ალერგია თაფლზე). მიღებული ნარევი დაიტანეთ სახეზე 15-20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
3. კრემი თვალის ქუთუთოებისთვის.
თვალის გარშემო შეიზილეთ ქოქოსის ზეთი უბრალო კრემის ნაცვლად. კანის გალამაზება, გაახალგაზრდავება და შავი წრეების მოშორება გარანტირებულია!
4. ნიღაბი თმებისთვის.
მოათავსეთ ქოქოსის ზეთის ქილა თბილ წყალში, რათა კარგად გათხევადდეს იგი. შეიზილეთ სითხე თმის ფესვებში, ხოლო შემდეგ გაინაწილეთ მთელ თმაზე. დაივარცხნეთ თმა და დაიფარეთ თბილი ქუდი. 30 წუთის გასვლის შემდეგ დაიბანეთ თავი საყვარელი შამპუნით. გაიკეთეთ ეს ნიღაბი რეგულარულად 1 თვის განმავლობაში და თქვენი თმა ისე გამყარდება, გასწორდება და იბზინებს, როგორც არასდროს.
5. საშუალება ქერტლის წინააღმდეგ.
შეიზილეთ ქოქოსის ზეთი თავის კანზე, შეიხვიეთ და დაიტოვეთ მთელი ღამით. დილით დაიბანეთ თმა უბრალო შამპუნით.
6. მზისგან დაცვა.
ცნობისთვის, ინდოელ ლამაზმანებს საკუთარი ცხოვრება ქოქოსის ზეთის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ. ისინი ხელის გულზე იწვეთებენ ქოქოსის ზეთს და იზელენ თმაში, რაც მათ გამოშრობისგან იცავს.
7. წვერის საპარსი კრემი.
ყველაზე ეფექტური ნატურალური საშუალება!
8. ბალზამი ტუჩებისთვის.
ქოქოსის ზეთი ატენიანებს და აახალგაზრდავებს ტუჩების კანს.
9. საშუალება მაკიაჟის მოსახსნელად.
ქოქოსის ზეთი არ აღიზიანებს თვალებს და ეფექტურად აშორებს კოსმეტიკურ საშუალებებს.
10. დამარბილებელი საშუალება.
გაქვავებული ნუნების და იდაყვების დასარბილებლად შეიზილეთ მათზე ქოქოსის ზეთი. ძალზედ ეფექტური საშუალებაა!