ეს საოცრად გემრიელი და არომატული ლიმონათი თავის ტკივილისა და დეპრესიის პირველი მტერია!

ეს საოცრად გემრიელი და არომატული ლიმონათი თავის ტკივილისა და დეპრესიის პირველი მტერია!
როგორც წესი, ლავანდის საოცრად არომატულ ეთერზეთს სახლში მყუდრო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად ვიყენებთ. საკმაოდ ხშირად მივმართავთ ამ საშუალებას ჩრჩილების წინააღმდეგ საბრძოლველადაც. რა თმქა უნდა, მოცემული ეთერზეთისთვის დამახასიათებელი ამ თვისებებიდან საკმაოდ დიდ სარგებელს ვიღებთ, თუმცა ლავანდის გამოყენების სპექტრი გაცილებით ფართოა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ და წარმოგვიდგენია.
ეს საოცრად გემრიელი და არომატული ლიმონათი თავის ტკივილისა და დეპრესიის პირველი მტერია!


ფლორიდის შტატში ჩატარებული კვლევების შედეგად დაგინდა, რომ ამ მცენარეს შეუძლია გულის შეკუმშვის სიხშირის შემცირება და შიშის დამარცხება. ცნობისთვის, ეს მცენარე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ექიმებს შორის, რადგან არომათერაპია ოპერაციის წინ გაცილებით ეფექტურ შედეგს იძლევა, ვიდრე მასაჟი ან ძილი.



ლავანდის გასაოცარი არომატი ეფექტური საშუალებაა დეპრესიის, უძილობისა და ტკივილების წინააღმდეგ საბრძოლველად. საინტერესოა ფაქტი, რომ ლავანდის ეთერზეთით 3 წუთიანი ინჰალაციის შემდეგ კვლევის ობიექტებმა გაცილებით სწრაფად აწარმოეს მათემატიკური გამოთვლები, ვიდრე ჩვეულებისამებრ, რაც მოწმობს იმას, რომ მოცემული ეთერზეთი აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას. გარდა ამისა, ლავანდის ზეთი ძალზედ ეფექტურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების სამკურნალოდ.



გარდა ლავანდის ეთერზეთით მასაჟის გაკეთებისა და ინჰალაციის ჩატარებისა, მოცემული პროდუქტისგან შეგიძლიათ მაქსიმალური სარგებელის მიღება, თუ მარტივი რეცეპტის მიხედვით საოცრად გემრიელ და არომატულ სასმელს დაამზადებთ.

ლავანდის ლიმონათი



ინგრედიენტები:
  • 1,5 ლ წყალი;
  • 100 გრამი თაფლი;
  • 3 ლიმონი;
  • 1 წვეთი ლავანდის ეთერზეთი;

მომზადება:

  1. გამოწურეთ წვენი 3 ლიმონისგან.

  2. გამოწურული წვენი ჩაასხით სასურველ ჭიქაში, დაამატეთ მოცემული რაოდენობით წყალი და 1 წვეთი ლავანდის ეთერზეთი.

  3. ჩაამატეთ თაფლი და კარგად გადაურიეთ. უმჯობესია თხევად თაფლზე არჩევნის შეჩერება, რადგან ის გაცილებით მარტივად იხსნება წყალში.



არავითარ შემთხვევაში გამოიყენოთ 1 წვეთზე მეტი ლავანდის ეთერზეთი. ეს საოცრად არომატული და გემრიელი ლიმონათი დაგეხმარებათ თავის ტკივილისა და დეპრესიის დამარცხებაში, დატვირთავს თქვენს ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგიით და გაგიუმჯობესებთ განწყობას. გასაოცარია, არა?