აბუსალათინის ზეთი 17 უსიამოვნო პრობლემის წინააღმდეგ. მეტი, ვიდრე კოსმეტიკური საშუალება!

აბუსალათინის ზეთი 17 უსიამოვნო პრობლემის წინააღმდეგ. მეტი, ვიდრე კოსმეტიკური საშუალება!
მიუხედავად იმისა, რომ აბუსალათინის ზეთს რძიანასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მომწამვლელი მცენარისგან ამზადებენ, მისი მოხმარება აბსოლიტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. აბუსალათინის გადამუშავებისას ის სრულიად იწმინდება ტოქსიკური ნივთიერებებისგნ. აბუსალათინის ზეთი - უსაფრთხო პროდუქტი, რომლის სამკურნალო მიზნით გამოყენების სპექტრი ძალზედ ფართოა.

ამ უნიკალური პროდუქტის მოხმარება რეკომენდირებულია თითოეული ადამიანისთვის, გარდა ორსული ქალბატონებისა და ჩვილი ბავშვებისთვის.

აბუსალათინის ზეთი ჯანმრთელობისთვის


1. აბუსალათინის ზეთის გამოყენებით შეგიძლიათ გაცილებით სწრაფად მოიშუშოთ ჭრილობა, დაზიანება და ფუტკრის ნაკბენი.

2. ძალზედ ეფექტური საშუალება გამონაყრის წინააღმდეგ საბრძოლველად.

3. აბუსალათინის ზეთის 4 კვირიანი გამოყენებით შეძლებთ მეჭეჭების გაქრობას.

4. მისი დახმარებით ასევე შეძლებთ ფეხებზე კოჟრების მოშუშებას.

5. აბუსალათინის ზეთი - საუკეთესო საშუალება წამწამების დასაგრძელებლად და თმის მოსავლელად.

6. ქერტლის მოსაშორებლად გაურიეთ ერთმანეთში 2 ს.კ აბუსალათინის ზეთი და 2 ს.კ გულყვითელას ნაყენი, მიღებული ნარევი შეიზილეთ თავის კანზე, გაიჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ.

7.კონიუნქტივიტის დროს ჩაიწვეთეთ თითო წვეთი აბუსალათინის ზეთი ორივე თვალში, დღეში 2-ჯერ.

8.ეს უნიკალური პროდუქტი შეუდარებელია ბუასილის წინააღმდეგ საბრძოლველად.

9. გაციების დროს, განსაკუთრებით კი ძლიერი ხველებისას, შეიზილეთ აბუსალათინის ზეთი გულმკერდის არეში. მეტი ეფექტურობისთვის დაუმატეთ მას მცირეოდენი სკიპიდარი.

10.აბუსალათინის ზეთს ხშირად გამოიყენებენ გენიტალური და შარდის ბუშტის ინფექციების დროს.

11. მენსტრუაციის დროს ტკივილის შემსუბუქების მიზნით შეიზილეთ აბუსალათინის ზეთი მუცლის არეში.

12. ამ უნიკალური პროდუქტით შეძლებთ პიგმენტური ლაქების გაღიავებას.

13. აბუსალათინის ზეთის გამოყენებით გაკეთებული მასაჟი ხსნის დაღლილობასა და ტკივილის განცდას ფეხებში.

14. თვალების სიწითლის მოხსნის მიზნით ჩაიწვეთეთ მასში ერთი წვეთი აბუსალათინის ზეთი. ეს მეთოდი ასევე დაგეხმარებათ კატარაქტის მოშორებაში.

15. თაობების მიერ დაგროვილი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ აბუსალათინის ზეთი საუკეთესო საშუალებაა სიმელოტის წინააღმდეგ საბრძოლველად.

16. აბუსალათინის ზეთს ასევე ფართოდ გამოიყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების დროს. მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ მსხვილ ნაწლავში მიმდინარე ანთებითი პროცესის ჩახშობას, შეკრულობისა და სხვა უსიამოვნო განცდების მოშორებას.

17. ეს უნიკალური ზეთი დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების წინააღმდეგ ბრძოლისას წარმატების მიღწევაში.

აბუსალათინის ზეთი - არაჩვეულებრივი საშუალება თავის მოსავლელად!
დამატებითი ინფორმაცია (1)
admin თარითი:4 ივლისი 2017 14:26
აბუსალათინის ზეთი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საფაღარათო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: აბუსალათინის ზეთი მიეკუთვნება საფაღარათო საშუალებებს. გამოყენებისას ლიპაზას მიერ წვრილ ნაწლავში იხლიჩება რიცინოლის მჟავას წარმოქმნით, რაც იწვევს ნაწლავების რეცეპტორების გაღიზიანებას და რეფლექტორულად აძლიერებს მის პერისტალტიკას.
საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება პრეპარატის გამოყენებიდან 5-6 საათის შემდეგ. ნაწლავის დაცლის შემდეგ პერისტალტიკა დუნდება. პრეპარატის გამოყენებისას ასევე აღინიშნება საშვილოსნოს კუნთების რეფლექტორული შეკუმშვა.

ჩვენება. აბუსალათინის ზეთი ინიშნება სხვადასხვა წარმოშობის შეკრულობების, მოწამვლების (ცხიმში ხსნადი ნივთიერებებით ინტოქსიკაციის გარდა) დროს.

უკუჩვენებები. პრეპარატი უკუნაჩვენებია ცხიმში ხსნადი ქიმიური ნაერთებით (ფოსფორი, ბენზოლი, ფენოლი და სხვ) და ასევე ანტიჰელმინტური ცხიმში ხსნადი საშუალებებით მოწამვლისას; მუცლის ღრუში მწვავე ანთებითი პროცესების დროს (აპენდიციტი, პერიტონიტის და სხვ.); კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, წყლულოვანი კოლიტის დროს, ორსულობის პერიოდში; ხანდაზმულ პაციენტებში; საშვილოსნოდან სისხლდენების დროს; კახექსიის დროს. პრეპარატი არ ენიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს.

განსაკუთრებული მითითებანი. აბუსალათინის ზეთით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება.
რაიმე სხვა სამკურნალო საშუალების მიღების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს რჩევისათვის პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

გამოყენების მეთოდები და დოზები. საფაღარათო საშუალების სახით აბუსალათინის ზეთი გამოიყენება ძილის წინ. უფროსები ღებულობენ 15-30 გრ-ს; 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები – 5 გრ (1 ჩაის კოვზი), 5-დან 10 წლამდე – 10 გრ (1 დესერტის კოვზი), 10 წელს ზემოთ – 15 გრ მიღებაზე.
ჭარბი დოზირების დროს შეიძლება განვითარდეს ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი.
ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები. პრეპარატის მიღებისას შეიძლება აღინიშნებოდეს გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ნაწლავის ატონია.

ვარგისიანობის ვადა. პრეპარატის ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.
ნუ გამოიყენებთ აბუსალათინის ზეთს შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის პირობები. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 8-15°C ტემპერატურის პირობებში.


აფთიაქიდან გაცემის პირობები. რეცეპტის გარეშე.