სახის წმენდის ეს საშუალება თქვენს კანს სინაზეს და სისუფთავეს მიანიჭებს! შედეგით გაოცდებით

სახის წმენდის ეს საშუალება თქვენს კანს სინაზეს და სისუფთავეს მიანიჭებს! შედეგით გაოცდებით
დღევანელ ბაზარზე არსებობს სახის წმენდის უამრავი საშუალება, რომელიც გპირდებათ გაღიზიანებული კანის და გამონაყრის მოშუშებას, თუმცა დაპირებები მხოლოდ დაპირებებად რჩება და ქიმიური ელემენტები, რომლებასც ეს საცხები და ლოსიონები შეიცავს, გარკვეული დროის შემდეგ სახის კანს კიდევ უფრო აღიზიანებს.
გამონაყრის გაჩენის მიზეზს, როგორც წესი, კანის ფორების გავსება და მასში ბაქტერიების ჩაგროვება წარმოადგენს.

ბუნებრივი საშუალებები მეტად მარგებელია სახის კანისთვის, რადგან ისინი ეფექტურად გვაშორებს გამონაყარს და მათთვის არ არის დამახასიათებელი უკუჩვენებები. ეს საშუალება, რომელსაც დღეს გთავაზობთ, 100%-ით ნატურალურია და არ შიცავს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს.

გაგაცნობთ სახლის პირობებში სახის კანის ღრმა წმენდის მეთოდს:

თქვენ დაგჭირდებათ:
  1. ბამბის ტამპონები;
  2. ჭურჭელი თბლი წყლით;
  3. 2 ცალი პირსახოცი;
  4. დოლბანდის ნიღაბი (თვალების ადგილი ამოჭერით);
  5. ბინტი;
  6. სკრაბი (სახლში დამზადებული);
  7. ბალახეულის ნაყენზე მომზადებული ყინულის ნატეხები (სახის კანის დასამშვიდებლად);

მოამზადეთ ნაყენი შემდეგნაირად : პიტნა; მუხის ქერქი; გვირილა; ცაცხვი. თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ, ნაყენის მოამზადებლად დაგჭირდებათ: დაფნა; კალენდულა; სამკურნალო მელისა.

სახის წმენდის ეს საშუალება თქვენს კანს სინაზეს და სისუფთავეს მიანიჭებს! შედეგით გაოცდებით

სახლის პირობებში სახის გაწმენდის ეტაპები გახლავთ:

გაწმენდა:

სანამ პროცედურაზე გადახვალთ, გაისუფთავეთ სახის კანი! შემდეგ გადადით ღრმა წენდაზე. აუცილებელია ხელები დაიმუშაოთ სპირტით.

ცხელი კომპრესი (ორთქლის აბაზანა) ხსნის ფორებს, რაც სახეს გასაწმენდად ამზადებს!

ფორების გახსნის ორი ხერხი არსებობს: სახეზე ცხელი კომპრესის დადება და მეორე - ორთქლის აბაზანა.

ორთქლის აბაზანა: ჭურჭელში ასხამთ ცხელ წყალს და უმატებთ ბალახეულისაგან მომზადებულ ნაყენს. დახარეთ თავი ორთქლზე და გარედან შემოიხვიეთ პირსახოცი. ნორმალური კანის შემთხვევაში, ორთქლის აბაზანას 5-6 წუთის მანძილზე იკეთებთ. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, მაშინ 10 წუთს დაჰყოფთ, ხოლო კომბინირებული კანის შემთხვევაში - 7 წუთია საჭირო.

ცხელი კომპრესი:

დოლბანდს ასველებთ ბაახეულით მომზადებულ ცხელ ნაყენში და იფენთ სახეზე. კომპრესს იჩერებთ დაახლოებით 8 წუთის მანძილზე. ამის შემდგებ ფორები იხსნება და სახეც მზადაა წმენდისათვის.

შემდეგი ეტაპი ფორების წმენდაა:

შავი წერტილებისაგან გასუფთავების მეთოდი სალონსა და სახლში, ერთმანეთისაგან დიდად არ განსხვავდება. აუცილებელი ძალიან რბილად, თითების საშუალებით ამოიღოთ შავი წერტილები. ისე რომ სახეს იარები არ მიაყენოთ. მეტი ეფექტურობისათვის გამოიყენეთ სკრაბი. დაიტანეთ სახეზე და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

პროცედურის სრული დასრულებისათვის, აუცილებელია ფორების დახურვა!

ფორების დახურვა:

სანამ სახის წმენდას დაიწყებდით, ფორების გასაფართოვებლად გარკვეული პროცედურის ჩატარება დაგჭირდათ. ახლა კი პირიქით, პროცედურის დასრულების შემდეგ აუცილებელია ფორების დახურვაც! სწორედ ამისათვის არის საჭირო ზემოთ ხსენებული ნაყენისაგან მომზადებული ყინულის ნატეხებიც. იდებთ ყინულის ნატეხს და ჩამობანილ სახეზე იკეთებთ მსუბუქ მასაჟს წრიული მოძრაობებით 2-3 წუთის განმავლობაში.

სახის წმენდის სიხშირე კანის სტრუქტურაზეა დამოკიდებული:

  • მშრალი კანის შემთხვევაში სახის წმენდა რეკომენდირებულია თვეში ერთხელ.
  • თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ, გაიწმინდეთ სახე თვეში ორჯერ!